Red Sparrow საქართველოს კინოთეატრებში!

Published: 24/02/2018 Views: 1 599


Red Sparrow (2018)
აგენტი წითელი ბეღურა


ჟანრი: მისტიკა, ტრილერი
რეჟისორი: ფრენსის ლოურენსი
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოელ ედგერტონი,

მერი ლუიზ-პარკერი, კირან ჰაინდსი, შარლოტ რამპლინგი, ჯერემი აირონსი
სცენარი: ჯასტინ ჰეისი, ჯეისონ მეთიუსი
პრემიერა საქართველოში 1 მარტიდან

www.kinoafisha.ge
მსოფლიო პრემიერა: 31.05.2018
IMDB რეიტინგი: 5.0
ასაკობრივი კატეგორია: R



The Hunger Games-ის შემქმნელი რეჟისორის და ჯენიფერ ლოურენსის მორიგი თანამშრომლობა. ფილმი ფემ-ფატალის მთავარი პერსონაჟით საკმაოდ კარგად შეაფასეს კრიტიკოსებმა, რაც ჯენიფერ ლოურენსის შესანიშნავი სამსახიობო მონაცემების დამსახურებაა, ფილმი სხვა მძაფრსიუჟეტიანი ტრილერისგან განსხვავებით დატვირთულია დიალოგების სცენით, მაყურებელი სექსუალური, "ქალი ჯეიმს ბონდის" აგენტს მიღმა ხედავს ისტორიას და ერკვევა ორმაგ თამაშში.

Red Sparrow საქართველოს კინოთეატრებში! დომინიკა ეგოროვა - ყოფილი ბალერინა, რუსი ჯაშუშური ქსელის პროგრამის შედეგად გაწვრთვნილი აგენტია. რომელიც იყენებს მის სხეულს, ფსიქოლოგიურ მანიპულაციას და ქალურ შარმს მისის შესასრულებლად. მსგავს ქალ აგენტებს პროგრამა წითელ ბეღურებად მოიხსენიებს. თითქოს და დომინიკა პროგრამას დედის გადარჩენით მიზნით დათანხმდა, თუმცა რეალურად მათ არც აქვთ არჩევანი. სასტიკი და სადისტური წვრთვნების შედეგად დომინიკა პროგრამის საუკეთესო და საზარელი პროექტი ხდება. მისი იდენტობა და ყველა ვინც კი უყვარს ახლა უფრო მეტი საფრთხის ქვეშაა, მათ შორის კი ამერიკელი CIA -ს აგენტი, რომელიც არწმუნებს, რომ პროგრამიდან თავდასაღწევად ის ერთადერთია, ვისაც შეიძლება ენდოს.

ფილმი ჯეისონ მეთიუსის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციას წარმოადგენს.


ფილმს აუდიენციის R rating მიენიჭა ლექსიკის, ნუდიზმის, ბრძოლის და წამების სცენებისთვის. რეჟისორი შეუნიღბავი სისასტიკით გადმოგვცემს წვრთვნის და ბრძოლის სცენებს.




აგენტი წითელი ბეღურა
1 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში
www.kinoafisha.ge