Nike X AMBUSH

Published: 05/12/2018 Views: 77


მრავალხნიანი ლოდინის შემდეგ, Nike X AMBUSH -ის კოლაბორაცია პუბლიკამ პარიზ, ტოკიოსა და შანხაიში გამართულ პრეზენტაციებზე იხილა. ახალი The Air Max 180 ბოტასები 2019 წლის მოდელია, ის ნაიკის Air Zoom Flight-ის “The Glove” სერიითაა შთაგონებული. ბეწვის ქურთუკები, კომბინიზონები, Dry-Fit ტექნოლოგიის ლეგინსები, ფლისით დათბუნებული და მანათობელი ნიშნებით დატვირთული სპორტულები შეხამებულია ოქროს სამკაულებთან, რომელიც ცნობილი იაპონელი სტილის აიკონ Yoon-ის ხელწერაა და მის დიზაინს წარმოადგენს AMBUSH -ის სახელით. Yoon-იმ ცოტა ხნის წინ Dior Homme-სთვის საიუველირო ხაზი დაამზადა. Nike X AMBUSH დაანონსებულ თანამშრომლობას მოდის სამყარო წელიწადზე მეტია რაც ელის, სრული კოლექცია უკვე შეგვიძლია ვიხილოთ, გაყიდვაში კი ზაფხულიდან ჩაეშვება.



The Air Max 180!



@YOON_AMBUSH
ფოტოები Yoon-ის ინსტაგრამიდან