სიმღერები ეჭვიანობა, ღალატსა და კრიმინალზე


Norah Jones - ის სიმღერა "Miriam" ალბომიდან Little Broken Hearts განეკუთვნება კრიმინალური ბალადის ჟანრს. ტერმინ Murder ballad ქვეშ მოქცეული ასეთი სიმღერები, როგორც ამბობენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო პოპულარული სკანდინავიაში. ასეთი ტიპის სიმღერები უმეტესწილად გადმოსცემენ კრიმინალური ძალის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენას და რომანტიულ ვერსიებში გატეხილი გულისთვის შურისძიებას. ნორას ეს სიმღერაც ასეთ ისტორიას ყვება. მომღერალი ამბობს, რომ მას ყოველთვის უყვარდა დოლი პარტონის სიმღერა "ჯოლინ", თუმცა ის მისგან განსხვავებით არ ეხვეწება კონკურენტ ქალს დათმოს მისი შეყვარებული, არამედ კარგად უთავაზებს მას... მოკლავს.

წარმოგიდგენთ სიმღერებს, რომელთა მთავარი თემა ეჭვიანობა, ღალატი და კრიმინალია