Mercedes Benz Tbilisi Fashion Days
დასრულდა მერსედეს-ბენცის მოდური დღეები, რომელიც პირველად გაიმართა საქართველოში. თბილისი, 2014 მაისი

მრავალმა ცნობილმა ქართველმა, უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველმა, უკრაინელმა და რუსმა დიზაინერმა სწორედ მერსედეს ბენცის კვირეული არჩია თავიანთი კოლექციების წარმოსადგენად. ასევე გაიმართა დამწყები დიზაინერების BENEXT და ფოტოხელოვანთა ART Georgia კონკურსი. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცე შეირჩა, სადაც განთავსებული იყო გენერალური სპონსორის Mercedes-Benz -ის უახლესი მანქანის მოდელები. ასევე ქართველ და უცხოელ სტუმრებს ზოგიერთმა დიზაინერმა გამორჩეული ჩვენებით უმასპინძლა ალტერნატიულ სივრცეში, მოეწყო შოურუმი, გამოფენები და ინსტალაციები, ყოველი ჩვენებებით დატვირთული დღის ბოლოს კი After Party ეწყობოდა სტუმრებისთვის და MBFDT პერსონალისთვის. კვირეულის მიწურულს კი N-Duo-Concept და More Is Love-მ მოდური საუზმე და ბრანჩი მოუწყვეს უცხოელ ჟურნალისტებსა და ბაიერებს. გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.