7 მიმზიდველი ელემენტი
მიმზიდველობის საიდუმლო ყველა ქალბატონს აქვს. ინდივიდუალური სტილის პოვნისას, იკვეთება ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც გეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. რას ფიქრობენ მამაკაცები თქვენს სტილზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობს მეცნიერული დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა არის მათთვის მიმზიდველი. ამჯერად, მიმზიდველ სამოსზე ვსაუბრობთ, რომლებიც მათთვის საინტერესოა. Harpers Bazaar-ის 7 ჩამოყალიბებული პუნქტი, წარმოგვიდგენს ელემენტებს, რომლებიც ქალბატონს უფრო მიმზიდველს ხდის.
It Girl ანი ფხაკაძე
ქართველი It Girl ანი ფხაკაძე თავისი გამორჩეული და დახვეწილი სტილის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა თბილისში.სითის CoverGirl მალე ახალ სტატუსს მოირგებს და საკუთარი ბლოგით საზოგადოების წინაშე წარსდგება.

,,ამერიკაში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა, ახლა რომ ვუკვირდები სულ სხვა ადამიანი ვიყავი ხუთი წლის წინ და სულ სხვა ვარ ახლა.ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარე გავხდი''

,, ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად პუბლიკისთვის.ეს უფრო უცხოელებზე გათვლილი ბლოგი იქნება ინგლისურ ენაზე, ვაპირებ ბევრ სხვა პროექტზე მუშაობას როდესაც ნიუ-იორკში დავბრუნდები.''
ჯაბა დიასამიძის დღიური
დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.