წიგნის რეკომენდაცია: "ველურ გარემოში"
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
"ველურ გარემოში"

1990 წლის აპრილში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ტოვებს მშობლიურ სახლს, ოჯახს და ავტოსტოპით ჩრდილოეთისკენ იწყებს მოგზაურობას. ჟურნალისტი ჯონ კრაკაუერი მოხიბლა აზრმა, დაწვრილებით შეესწავლა იმ ბიჭის საქმე, რომელსაც ერთი შეხედვით ცხოვრების იდეალური პირობები ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფრის მიტოვება და სოციუმისგან განცალკევება გადაწყვიტა. და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? ვინ იყო კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი? - იდეალისტი ახალგაზრდა, რომელმაც კონკურენციითა და ყალბი ურთიერთობებით სავსე საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა; გათამამებული ბიჭი, რომელმაც თავის ოჯახს ანგარიში არ გაუწია თუ უბრალოდ, მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც სამყაროში თავისი ადგილის პოვნა უნდოდა? რამ აიძულა კრისი, უარი ეთქვა ამერიკულ ოცნებაზე და ველური გარემოსკენ გაეკვალა გზა?