წიგნის რეკომენდაცია: „საოცრება“
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
„საოცრება“

რ.ჯ პალაციოს ამ წიგნის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. იგი შვილთან ერთად ნაყინის მაღაზიის წინ, რიგში იდგა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დაინახა პატარა ბავშვი, სახეზე დეფექტით. წიგნის მთავარი გმირი იმ ბავშვის მსგავსად ჩვეულებრივი ბიჭია, მას მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. მაგრამ თუ კი ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის ავგუსტს ახალ სკოლაში. მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერაც საინტერესო და თავბრუდამხვევი. დაიჯერებენ თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?
Chanel FALL 2016 READY-TO-WEAR
პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-ის 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. მოდის სახლის კლასიკური სტილი უცვლელი რჩება. დომინანტი მასალა- ტვიდი, რომელიც ჯინსთან იყო შეხამებული კოლექციის ახალგაზრდულ და თანამედროვე ელემენტს წარმოგვიდგენს. დაბრუნდა "შანელის" მარგალიტები, რომელთა გარეშეც მოდის სახლის ისტორიას არ ჩაუვლია. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტყავის ქუდები, ბოტები, ცივი სეზონისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები და ორიგინალური ჩანთები. მოდის სახლის წლევანდელი კოლექციის დომინანტი ფერებია: შავი, თეთრი, ბეჟი, ვარდისფერი და წითელი. ჩვენებაში მონაწილეობა ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმაც მიიღეს. მოდელების სიმრავლე ჩვენების ჩქარ ტემპზეც აისახა.
Fréolic სადებიუტო თეთრეულის კოლექცია
Fréolic ახლად დაარსებული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ყურადღებას ხარისხზე ამახვილებს. ქალის თეთრეული მაქმანებიანი მატერიით და ინტიმური დეტალებით სექსუალურ და რომანტიულ განწყობას ქმნის. ბრენდის სადებიუტო კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.