თათია სამხარაძის დღიური
დღიურის მომდევნო სტუმარი Breadbar-ში თათია სამხარაძეა!
სატელევიზიო პერსონაჟებიდან მას საზოგადოება უფრო ახლოს იცნობს, თუმცა "დღიურის" ერთგული მკითხველი თათიას შესახებ განსხვავებულ და საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ტელევიზიაში არაერთ ეპატაჟურ როლს განასახიერებს. მისი ნამდვილი სახელი და გვარი - ტასო ბარნოვაც კი ჰგონიათ. პერსონაჟების მიღმა "დღიურის" სტუმარი თავის ინტერესებზე, მოტივაციასა და შთაგონების წყაროზე გვესაუბრება. იხილეთ "დღიური" თათია სამხარაძისგან!

- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- ბავშვობაში მკითხეს: "დედა უფრო გიყვარს, მამა თუ ყურძენიო?"- დღემდე ვერ ვხვდები ყურძენი როგორ გაჩნდა ამ კითხვაში, მშობლების გვერდით.
- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რომ დავახასიათო...
- საგიჟეთია!
- ქალბატონების სიძლიერე და სისუსტეა...
- ის, რაც ქალბატონების სისუსტეა, სინამდვილეში შეიძლება ნებისმიერ მომენტში სიძლიერედ იქცეს.