Tbilisi Fashion Week street style
Tbilisi Fashion Week 31 march - 3 april fall/winter 2016 Guest Style
თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს 31 მარტი-3 აპრილის ჩათვლით სასტუმრო რუმსმა უმასპინძლა, სადაც შემოდგომა-ზამთრის 2016 წლის კოლექციები წარმოადგინეს ქართველმა დიზაინერებმა. მოდის კვირეული უცხოელი სტუმრების: ჟურნალისტებისა და ბაიერების სიუხვით გამოირჩეოდა. სტუმართა ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს ჩვენი ფოტოგრაფები ელენე გოგელია და ანა ბაციკაძე გთავაზობთ.
თამთა შედანიას დღიური
დღიურის მომდევნო სტუმარი მოდელი თამთა შედანიაა. "მის საქართველო 2012" უკვე გასცდა საქართველოს და ამჟამად აზიას იპყრობს. მისი ცხოვრება დატვირთულია, როგორც თვითონ ამბობს, მისი პროფესიის დადებითი მხარე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაა. მისი პროფესიული გეგმები განსაზღვრულია, თუმცა მკითხველი დღიურიდან თამთას შესახებ სხვა ინფორმაციას შეიტყობს. რას ნიშნავს მისთვის "მის საქართველოს" ტიტული და მოდელის შინაგანი სამყარო კარიერის მიღმა,
იხილეთ თამთა შედანიას დღიური.

- "მის საქართველოს" ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- ჩემთვის მის საქართველოს ტიტული იმაზე მეტია, ვიდრე ეს მხოლოდ სტატუსი. თავს ვგრძნობ როგორც წარმატებულ, მიზანდასახულ, შემდგარ ქალს შეეფერება.
- თვისებები, რომელთა გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს...
- მთავარია იყო თავდაჯერებული, მიზანდასახული, მონდომებული, თავმდაბალი, შრომისმოყვარე.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი: აკეთო ის, რაც გიყვარს.

- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!!!
შთაგონება სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"
სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მოყვარულებს რომ ვთხოვოთ შეაფასონ Carrie Bradshaw-ს სტილი, პასუხები მრავალფეროვანი იქნება. პერსონაჟის ქარიზმის, თავდაჯერებულობისა და სითამამის გავლენით, მისი ლუქებიც ასეთივე ელფერს იძენდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა პიჟამოს შეუხამებდა ბეწვეულს თუ ორიგინალური ფეხსაცმელებით მოიწონებდა თავს. დღეს მოდის სფეროში ტრენდების მნიშვნელობის ფონზე, ხშირად ვუბრუნდებით წარსულს და ვეძებთ როდის ჩამოყალიბდა ესა თუ ის ტრენდი. პასუხი მარტივია. მოდას არ აქვს დრო, ამის დასტური კი თუნდაც ზემოხსენებული სერიალია, რომელმაც დაიპყრო 90-იანი წლები. ამ წლების გამორჩეულ მოდელად კი სარა ჯესიკა პარკერიც შეგვიძლია ჩავთვალოთ და თვალი გადავავლოთ მისი ლუქების ისტორიას. იქონია თუ არა გავლენა დღევანდელ აქტუალურ ტრენდებზე ამ წლებმა გავლენა, ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება.