ანი ფხაკაძის დღიური
დღიურის ერთგულ მკითხველებს წინ ანი ფხაკაძის დღიური ელით!
წლის "სითი გოგოს" სტატუსის მოპოვების შემდეგ ანიმ საზოგადოების ყურადღება ორმაგად მიიპყრო. ბაკალავრიატი მენეჯმენტის განხრით ამერიკაში დაამთავრა, სწავლის გაგრძელებას ისევ ამერიკაში გეგმავს, თუმცა მანამდე ისვენებს. უძღვება თავის ბლოგს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ეხმარება გამოხატოს ემოციები სხვადასხვა თემასა და სამოსთან დაკავშირებით. მოგზაურობის შუალედში ქართველმა IT Girl-მა ჩვენი პროექტისთვისაც მოიცალა და საინტერესო დღიური შემოგვთავაზა. ფოტოსესია "სანიმას" ხალათში და მოდური გოგონას ორ მოდურ ლუქში შედგა. ანიმ თავის სახლში გვიმასპინძლა.
ანი ფხაკაძის განსხვავებული დღიური და საინტერესო ფოტოსესია ჩვენი მკითხველისთვის!

- ანი ფხაკაძის ძლიერი და სუსტი მხარეებია...
- ძლიერი მხარეებია რომ ვარ ძალიან პოზიტიური, მხიარული და ერთგული; სუსტი- ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს.
- "სითი გოგოს" ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- სამაგალითოდ.
- #1 მოდური რჩევაა...
- არ შეეცადო ზედმეტად რომ კარგად გამოიყურებოდე.