ნუკა ყარალაშვილის დღიური
დღიურის ერთგული მკითხველებისთვის!
პროექტის შემდეგი სტუმარი "მის საქართველო" ნუკა ყარალაშვილია. "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და მოდის კვირეულების შემდეგ ნუკა სამსახურს დაუბრუნდა, სამშენებლო კომპანია King David-ში ის აქტიურად განაგრძნობს მუშაობას და სხვადასხვა შემოთავაზებაზეც არ ამბობს უარს. დღიურში ნუკა გულწრფელი იყო, ჩამოაყალიბა თავისი აზრები და მკითხველს საინტერესო დღიური მოუმზადა. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები თამამად შეავსო და "სანიმას" ხალათში გამოწყობილმა ფოტოსესიაც ჩვეულ რეჟიმში, თავისუფლად და კომფორტულად განაგრძო.
იხილეთ ნუკა ყარალაშვილის დღიური მხოლოდ Angel.ge-ზე!

- "მის საქართველოს" ტიტულის მთავარი ხიბლია...
- ჩემი ულამაზესი ქვეყნის "მისობა" და არა სხვა ქვეყნის.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- მის საქართველო ჩააწყვე?
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- "იყავი ის, რაც ხარ."