ეკა ჩხეიძის დღიური
დღიური გრძელდება!
ამჯერად "დღიურის" ერთგულ მკითხველებს ეკა ჩხეიძის საინტერესო დღიური მოვუმზადეთ. გამორჩეული მსახიობი და მუდმივად საუკეთესო ფორმაში მყოფი ქალბატონი სამაგალითოა ქალბატონებისთვის. მას არაერთი როლიდან იცნობს მაყურებელი. მისთვის ყველა როლი გამორჩეულია, ამიტომ კონკრეტულად სატელევიზიო თუ სასცენო როლზე არ უსაუბრია. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები ორიგინალურად დაასრულა და მკითხველებს ბევრი რჩევა მისცა. ქალბატონი ეკა Jungle Fever Beauty Studio-ს მასპინძლობით კმაყოფილი დარჩა, საინტერესო "დღიურიც" დაგვიტოვა, ფოტოსესიაშიც დაუღალავად უნდოდა წარმოეჩინა მისი თმის ფერი, რომელიც "დღიურის" შევსებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა, სილამაზის სტუდიაც სასურველი თმის ფერით დატოვა. გამორჩეული ქალბატონის "დღიური" ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ და ბევრ რჩევასაც მოგცემთ, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
დღიურის ერთგულო მკითხველებო, წინ საინტერესო ხელნაწერი "დღიური" გელით!

- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- მიყვარხარ.
- ჩემი სასცენო პერსონაჟების მიზანია...
- გავხადო მაყურებელი ამ პერსონაჟის გულშემატკივარი.
- ყველაზე უცნარი კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- "შენი ქმარი შენ თუ აღარ გინდა, შეგიძლია გამაცნო?"