LALO ss18
ლალო დოლიძემ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მორიგი კოლექცია წარმოადგინა. LALO სწრაფი ტემპით განაგრძობს womenswear კოლექციის განვითარებას. ბრენდის ისტორია გრადაციული ნაქსოვი კარდიგანებით იწყება, დღეს კი მათი წარმოება სამოსსა და აქსესუარების ფართო სპექტრს მოიცავს.

პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ მათი სახელოვანი ნაქსოვი სამოსის მრავალფეროვან ვარიაციებში, ფრიალა რუშებიან კაბებთან, თვლებით მოჭედილ ბერეტებთან და ბეწვიან ქამრებთამ კომბინაციაში. აღსანიშნია, რომ კოლექციას შესანიშნავი სთაილინგი ქონდა გაწეული. დიზაინერმა ასევე წარმოგვიდგინა საკუთარი ფეხსაცმელი და ჩანთები, და ამავდროულად ითანამშრომლა ნინა ზარქუასთან და o711-თან. ერთი სიტყვით, ამ სეზონისთვის ეს უდავოდ თბილისელი გოგონების ფავორიტი კოლექციაა!
ოლეგ ტიმჩენკო "სიყვარულის ტერიტორია"
ოლეგ ტიმჩენკომ ახალი გამოფენით "სიყვარულის ტერიტორია" სადარბაზოს მოხატვის ტრადიცია არატრადიციული და პროვოკაციული სტილში გააცოცხლა. ქართველი ხელოვანი მუდამ გამოირჩეოდა ხმაურიანი და შთამბეჭდავი პერფორმანსებით. მასშტაბური ზომის ეროტიკული სერიის ტილოებისთვის საგამოფენო სივრცედ ჭონქაძის ქუჩაზე არსებული ერთერთი სადარბაზო იქცა, შემდგომ კი ექსპონატებმა გალერეა "გამრეკელი"-ში გადაინაცვლეს.
შემოდგომის მთავარი ტრენდები
სუსხიანი სეზონი მოდის მოყვარულთათვის ნამდვილი გამოწვევაა, ამდენი ახალი ნივთი დიზაინერებისგან და სტაილინგის უსაზღვრო შესაძლებლობა : წინდები და ფეხსაცმელი, შარვალი და მოსახური, პერანგები და თბილი ჯემპერები : რამდენი ფენა შესაძლებლობაა ააწყო და მოირგო უნიკალური outfit. გთავაზობთ VOGUE-ს დაკვირვებით ამ სეზონის პოდიუმებზე ნანახ ყველაზე გამოკვეთილ ტრენდებს შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის


"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"
1934 წელს გამოცემული, ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ უახლესი ეკრანიზაცია რეჟისორ კენეტ ბრანს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა სულ ახლახანს 2017 წლის ნოემბერში შედგა, მათ შორის საქართველოშიც. ფილმი საუკეთესო სამსახიობო დასს აერთიანებს: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, უილემ დეფო და თავად რეჟისორი კენეტ ბრანი მთავარ როლში!

მოქმედება 30-იან წლებში აღმოსავლეთის ექსპრეს-მატარებელში ვითარდება, მაყურებელი გამომძიებელ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული პირველი კლასის ვაგონიდან. ფილმის პრემიერას წიგნის ახალი გამოცემის წარდგენაც მოყვა.