Bloomy • ორგანული კოსმეტიკა
ზამთარში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება
🎄 არ შეუშინდე ზამთარს ბლუმთან ერთად


ბლუმი • ორგანული კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, როგორც თავად ამბობენ: "თითოეული პროდუქტი ჩვენივე ხელით და დიდი სიყვარულით იქმნება." ბლუმი საახალწლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს წარმოგვიდგენს. მათ მიერ დაკომპლექტებული სეტები გათვლილია ქალბატონების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ბლუმი ქოქოსის ზეთისა და შიის კარაქის 100% ბუნებრივ პროდუქტს გვთავაზობს, რომელიც ცივი დაწურვის მეთოდით ახალ დამზადებულია, ის ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერ ქალბატონს გაახარებს.
RKO • ზამთრის კოლექცია ბავშვებისთვის
• თბილი და ლამაზი საჩუქრები ბავშვებისთვის •
ბუნებრივი და კომფორტული ტანსაცმელი RKO-სგან


RKO ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც 2016 წლიდან აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისა და ძაფებისგან შექმნილ ტანისამოსს და აქსესუარებს ბავშვებისთვის. ზამთრის სეზონისთვის RKO-ს მიერ დაკომპლექტებული, ულამაზესი ფერებით გამორჩეული ფაჩუჩები, ქუდები და ჯემპრების სეტი იდეალური სასაჩუქრე ნაკრებია ბავშვები და ჩვილებისთვის.
ninako accessories
ninako accessories ქართველი დიზაინერის ნინი ფაცაციას სტარტაპ პროექტია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს მოიცავს. ნინაკოს აქსესუარებმა თავდაპირველად ყურადღება დეკორატიული წინდებით მიიპყრო, დღეს ერთერთ წარმატებულ ინსტაგრამ-ბრენდს ტყავის აქსესუარების წარმოების ფართო ასორტიმენტი გამოარჩევს.

სექსუალურ და თამამ ფართო სარტყელიან ქამრებსა და წელის ჩანთებს, ტყავის სამაჯურებს, ხელთათმანებს და ქუდებს ნინაკო ნაქსოვ და თვლებით მორთულ აქსესუარებთან ერთად წარმოგვიდგენს. მის ნაკეთობებს იხდენენ როგორც BDSM სტილის მოყვარული cool გოგონები, ასევე ნაზი-პატარძლები და დახვეწილი ქალბატონები;)


Nymphet - ახალი ქართული ბრენდი
აღმოაჩინე შენში ნიმფეტი
ახალი ქართული ბრენდი, Nymphet-ის პირველი კოლექცია აერთიანებს ხის ფირფიტაზე დამაგრებულ ტიხრული მინანქრის მედალიონებს, კულონებს და სამაჯურებს, ასევე ხის და ნაქსოვი ძაფის მოტივებით შექმნილ ჩანთებს. მარიამ კუჭუხიძეს ბრენდის შექმნის იდეა სულ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, ხელოვანი საკუთარ თავს დიზაინერს არ უწოდებს და editorial-თან ინტერვიუში მის ინსპირაციაზე საუბრობს.