ყვავილოვანი ბაღი: Chanel Couture SS18
ვარდის კვირტები და ათობით განსხვავებული ეგზოტიკური მცენარე - Chanel-ის გაზაფხული-ზაფხულის Couture-ის კოლექციის მთავარი თემა ყვავილები გახდა. ფლორა დღეს ყველგან გვხვდება: მოსაწვევებზე, მოდელების კაბებზე და თავის მორთულობებზეც კი. უზარმაზარი ბაღი ჩვენების შეუცვლელი ლოკაციაა - გასაოცარი გრან-პალე, რომლის ცენტრშიც შადრევანი, შორიახლოს კი ყვავილოვანი თაღია.

ჩვენების პირველ ნაწილში ლაგერფილდმა ბრენდის ტრადიციულ სტილს - ტვიდის კოსტიუმებს და პალტოს სტილის კაბებს მიმართა. ფერადი ქსოვილები, გრაციოზული ფორმები და ბუმბული - ყველა ეს დეტალი ახალ კოლექციას წინამორბედებისგან გამოარჩევდა.
საუკეთესოდ შემოსილი მამაკაცები პარიზის მოდის კვირეულზე
პარიზში მამაკაცის მოდის კვირეულის ჩვენენებს უპრეცენდენტო რაოდენობის სტუმრები და პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნია, რომ წელს ფოტოგრაფების ობიექტივში კოლეგა-ფოტოგრაფების სტილიც უხვად დაფიქსირდა. დიზაინერებმა 2018 წლის საშემოდგომო კოლექციები წარმოგვიდგინეს. ჩვენებების მიმდებარე ლოკაციებზე კი სტუმრებს შორის დომინირებდა Balenciaga, Vetements, Off-white, Supreme, JW Anderson და სხვა კოლაბორაციული პროექტების აქსეუსარები. პარიზის მოდის კვირეულზე დამსწრე მამაკაცების ჩაცმულობა GQ-ს ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.
ELOSHI SS18
ქართული ბრენდის ELOSHI 2018 წლის ზაფხულის კოლექცია დიზაინერმა ლელა ელოშვილმა ცოტა ხნიწ წინ წარმოადგინა თბილისის მერსედეს-ბენცის და ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე. კოლექციაში გამოხატულია ქართული მოტივები: ანბანი და ვაზის აქსესუარები. Eloshi SS/18 ლუქბუქს წარმოგვიდგენს ფოტოგრაფი ლუიზა ჩალატაშვილი.


სიურეალიზმი ნიღბებით: Dior Couture SS18
მარია გრაცია კიურის რიგით მესამე Couture კოლექცია საკულტო მოდის სახლისთვის

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის პოდიუმი საუკეთესო ადგილია ყველაზე თამამი დიზაინერული ექსპერიმენტებისათვის. სწორედ აქ ჩანს ხელოვნებისა და მოდის კავშირი, ისეთი როგორიც არსად: რთული ტექნიკა კოლოსალურ ხელით მუშაობას მოითხოვს, ხოლო გაგებას მთელი ხელოვნება სჭირდება. აქტუალური მოდა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა, მარია გრაცია კიური კი, რომელიც Dior-ის კრეატიული დირექტორია, პოსტმოდერნიზის პოპულარიზაციას მისდევს. თუ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მისი სამოსის მთავარ შთაგონებას იდუმალი ნიკი დე სენფალი წარმოადგენდა, ამჯერად ექსცენტრიკული ლეონორ ფინი გახდა, ფრანგული სიურეალიზმის მივიწყებული გენია.
ჩერჩილი: მძიმე დროება
2018 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი, ოსკარის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფავორიტი 6 ნომინაციით, გენიალური გარი ოლდმენი და მისი საუკეთესო როლი " ჩერჩილი: მძიმე დროება" უკვე საქართველოს კინოთეატრებშია!

ასევე აღსანიშნია ბენ მელდენსონის შესრულება მეფე ჯორჯ VI-ის როლში. იმისდა მიუხედავად, რომ გარი ოლდმანს გასაოცარი გრიმს უკეთებდნენ სერ ვინსტონ ჩერჩილთან მსგავსების მისაღწევად, ხოლო ბენ მელდენსონს მსგავსი ვიზაჟი არ ჭირდებოდა - რთულია ამოიცნო ეს ორი ლეგენდარული მსახიობი ერთი შეხედვით, რაც მათი გარდასახვის ნიჭზე მეტყველებს. ფილმის ბიუჯეტი $30 მლნ. შეადგენდა, განსაცვიფრებელია ფილმის ხარისხი და საუნდტრეკები, რომელსაც საქართველოს კინოთეატრ კავეას Dolby Atmos აუდიო სისტემა იდეალურად გადმოსცემს. ფილმის პრემიერას სწორედ გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა.
Vetements FALL 2018 MENSWEAR
პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ ახალ კოლექციაში დემნა გვასალია დეტალებს ირონიითა და ყურადღებით მიუდგა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი რუსული მენტალობით და რამდენიმე მარგინალური სუბკულტურის მოდური მახასიათებლებითაა შთაგონებული.

არაა გასაკვირი, რომ პოდიუმზე ბევრი მოდელი უწესრიგო მაკიაჟით გამოჩნდა, საუკეთესო აქსესუარად მონეტები და გასაღების საკიდები იქცა. სამოსის ყველა ნაწილზე ჩანს სურათები, იარლიყები და სხვა დეტალები. მოკლედ, მოდის სახლ Vetements-ის FALL 2018 კოლექციაში ყველაფერი გაერთიანდა და თავი ერთად მოიყარა.
ელენე გოგავას გარდერობი
EDITORIAL წარმოგიდგენთ ელენე გოგავას. მოდელი და it girl გამოირჩევა მისი ჩაცმულობით და ცხოვრების სტილით. 24 წლის მოდელი მუდამ მოდურად შემოსილია და შესანიშნავ ფორმაშია. ელენე გოგავა ხშირად გვიზიარებს ფოტოებს ინსტაგრამზე @elenegogava, სტილის შეგრძნება ელენეს ადრეული ასაკიდან დაყვება, ბრენდული სამოსით და საჩუქრებით კი ახლა მას მეუღლე ანებივრებს. გოგავა-ბოლაშვილის ოჯახური წყვილი სკანდალებში არასდროს გახვეულა, მათი ოჯახი ყურადღებას გლამურული lifestyle-ით იპყრობს.

იმის თქმა, რომ მოდას ფეხდაფეხ მივსდევ და ყველა ტენდენციას ვითვალისწინებ ცოტა ხმამაღალი განაცხადი იქნება ჩემი მხრიდან. პირველ რიგში მაცვია ის, რაც მომწონს და რა თქმა უნდა მიხდება. - ამბობს ედითორიალთან ინტერვიუში 3 მცირეწლოვანი შვილის დედა ❝ხშირად ვმოგზაურობ საზღვარგარეთ და ძირითადად იქ ვშოპინგობ. გააჩნია სად ვარ, არის ქალაქები, სადაც დროის 50-60 პროცენტს შოპინგს ვუთმობ, ან საერთოდ კონკრეტულად შოპინგის მიზნით მივდივარ. მაგალითად ესეთია პარიზი. როგორც ყველა ქალს მეც ძალიან მიყვარს შოპინგის პროცესი. თუმცა სურპრიზები და საჩუქრებიც მიყვარს, რითიც ჩემი ქმარი ხშირად მანებივრებს. ყოველთვის ზუსტად იცის რა გამიხარდება.
ქუჩის სტილი პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულიდან
პარიზში მამაკაცის მოდის კვირეულმა წარმატებით ჩაიარა. ცნობილმა დიზაინერებმა 2018 წლის საშემოდგომო კოლექციები წარმოგვიდგინეს. კიმ ჯონსის ჩვენება უკანასკნელი აღმოჩნდა მისი Louis Vuitton-ში მოღვაწეობის ისტორიაში. წარმოგიდგენთ კვირეულზე დამსწრე სტუმრების ქუჩის ჩაცმულობას, Harper's Bazaar-ის ფოტოებიექტივში მოდის ცნობილი წარმომადგენლებიც მოხვდნენ.