LADO BOKUCHAVA SS18
ლადო ბოკუჩავას დამოუკიდებელი კოლექცია, მის მიერ Atelier Kikala და Materiel-ის მოდის სახლისთვის შექმნილი კოლექციებიდან სიმსუბუქით და რომანტიზმით გამოირჩევა. ახალგაზრდა დიზაინერმა საკუთარი სახელის ქვეშ 2018 წლის ზაფხულისთვის მინიმალისტური ჭრილის ვარდისფერი და ყვითელი, თეთრი და შავი ფერის პალიტრის ქსოვილი შეარჩია.
Off-White™ PRE-FALL18
დიზაინერი ვირჯილ აბლო 2018 წლის შემოდგომის სეზონისთვის განკუთვნილ Off-White™ -ის ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს. მომენტის ერთერთი ყველაზე პოპულარული HYPE ბრენდი მოდის მიმდევარ მილენიალებს მრავალი ახალი აქსესუარით გაანებივრებს მომავალი სეზონისთვის. კვლავ მეორდება ტრენდული ქამრები და თასმები ქარხნული-პრინტით ყვითელ ფონზე და წარწერა ჩექმებზე "FOR WALKING", მეტი სიცხადისთვის ნაქსოვ ჯემპერებზეც დატანილია typo: "KNIT", შავ კაბაზე: "LITTLE BLACK DRESS", "SKIRT", "BOMBER" და მსგავსი წარწერები შესატყვის ნივთებზე.
კვირის საუკეთესოდ შემოსილი მამაკაცები
იანვრის მიწურულს ელიტარულმა სამყარომ მრავალ მოდური ღონისძიებას და პრეზენტაციას უმასპინძლა. პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში მრავალი მოდურად შემოსილი მამაკაცი ვიხილეთ ფოტოგრაფების ობიექტივში და ტრენდსპოტერებმაც უხვად გამოყვეს ეპატაჟური ტრენდები. ამჯერად GQ წარმოგიდგენთ, კვირის საუკეთესოდ შემოსილ ცნობილ მამაკაცებს.


ბეჭდები სვანური LOVE story მოტივით
გასულ სეზონზე, თბილისის მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ნათი არველაძის ნაკეთობები. დიზაინერმა Atelier Marta-სთვის ტიხრული მინანქრის მასიური ბეჭდები წარმოადგინა.

სამკაული ქართული ორნამენტის მოტივებითაა შექმნილი. საეკლესიო კედლის მხატვრობის დეტალები და სვანური Love Story იუველირის შთაგონების წყარო გახდა, ერთი ლეგენდის თანახმად გოგონას სატრფო თევზად გადაიქცა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა... დიზაინერმა კოლექციას MY LAMARYA უწოდა, ასე მოიხსენიებენ სვანურად ღვთისმშობელს.
Calvin Klein-ის კამპანია OUR FAMILY
Calvin Klein-ის ბრენდს კლასიკურად მყარად მდგარი ბრენდის სახელით ვიცნობდით, აიქონ-ნივთებით, რომელზეც დრო და მოდის ცვლილებები არ მოქმედებს. თუმცა ცოტა ხნის წინ Calvin Klein-ის მოდის სახლს რაფ საიმონსი ჩაუდგა სათავეში და რიგი გადატრიალება მოახდინა. Adidas, Dior და Jil Sander-ში მუშაობის შემდეგ სახელგანთქმულმა დიზაინერმა Calvin Klein-ის ლოგოს მეტი ესთეტიურობა შესძინა და წინ წამოსწია მისი სახელი. დიზაინერმა ამჯერად ბრენდისადმი ყურადღება სარეკლამო კამპანიით მიიქცია, რაც უკვე კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარეს. თუმცა ხმაურიანი სარეკლამო კამპანიები ხომ სწორედაც Calvin Klein-ის ხელწერაა!

რაფი გვიხსნის მის გადაწყვეტილებას CK-ს სარეკლამო კამპანიისთვის მიეწვია: კარდაშიანი-ჯენერების ოჯახი. ბელგიელი დიზაინერი ამბობს, რომ Calvin Klein ჭეშმარიტად ამერიკული ბრენდია და ვის უნდა გადმოეცა ეს საუკეთესოდ, თუ არა ამერიკის ყველაზე პოპულარულ ოჯახს. "OUR FAMILY" დაერთო ახალი ფრაზა კამპანიას, #MYCALVINS
DALOOD PRE-FALL18
DALOOD-ის 2018 წლის ადრეული შემოდგომის სეზონისთვის განკუთვნილი კოლექციის ლუქბუქს მარიშა ურუშაძე წარმოგვიდგენს. მოდელი ხუჭუჭა თმებით გასული ეპოქის სკოლის მოსწავლე გოგონას იმიჯს ირგებს და პოზირებს კუბოკრულ კაბებ, ფართოყელიან ბლუზ და მონოტონური როლინგით, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთს პალტოსა და ქვედაბოლოს რეტრო-პრინტს. კოლექციაში DALOOD-ის საფირმო ნაქარგით დამშვენებულ დენიმის სამოსიც კვლავ ფიგურირებს.