საღამოს კაბები ვესტერნის სტილში: Zuhair Murad Couture 2018
ლიბანი როგორც ჩანს მოდის ტალანტებით მდიდარია: დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ახალი საღამოს კაბების კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელიც ინდიელების ეთნიკური მოტივებითაა შთაგონებული.

ეთნიკა - ლიბანელი დიზაინერის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ამიტომაც ახალ სეზონზე თავის პრინციპებს არ უღალატა და კოლექციის მთავარ მიმართულებად ინდიელების მოტივები არჩია. კაბების უმრავლესობას მკვიდრი ამერიკელების ეთნიკური ორნამენტების ნაქარგები ამშვენებს. დიზაინერის მთავარ შთაგონებად ფოჩები და ბუმბული იქცა. მოდელებს წელი ვესტერნის სტილის ქამრებით ჰქონდათ გამოკვეთილი. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება თმაში გარეულ ბუმბულებზეც.
აღმოსავლური დიდებულება: Elie Saab Haute Couture SS18
თუ ელი სააბის წინა კოლექცია შუა საუკუნეებს და "სამეფო ტახტის თამაშების" პერსონაჟებს მიეძღვნა, 2018 წლის Haute Couture "დიდ გეთსბის" და ჯაზის ეპოქას ეხება. დიზაინერმა ბრწყინვალე კაბებს ბუმბულები და ბანტები დაუმატა.
თუმცა ამდენი ბუმბული გრანდიოზული სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი რომანის წვეულების სტუმრებსაც კი არ ენახათ ალბათ. ელი სააბის ახალ კოლექციაში არამხოლოდ ღია ვარდისფერი და ნატიფი ცისფერი ბწრყინავს, არამედ კაშკაშა წითელიც. როგორც სჩანს, დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ფერს, ნაქარგს და დეტალებს ერთბაშად ემოქმედათ.