JANASHIA SS18
ქართველი დიზაინერის გვანცა ჯანაშიას 2018 წლის ზაფხულის კოლექციას მოდელი ნატა ბერაძე წარმოგვიდგენს. ფოტოგრაფმა ფილიპ კოლობიანინმა იდეალურად შეარჩია დამშრალი წყალსაცავის ტერიტორია, დიზაინერის ოხრას ყვითელი და ოქროსფერი აქსესუარები დამშრალ პეიზაჟზე ამოსჭვივის და იმეორებს კოლექციის ხასიათს.
საუკეთესო ქუჩის სტილი პარიზის HC კვირეულიდან
პარიზში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა და ცნობილმა დიზაინერებმა 2018 წლის კოლექციები წარმატებით წარმოგვიდგინეს. მსოფლიოს მოდის დედაქალაქში ეს პერიოდი ნამდვილ დღესასწაულად იქცა: სტუმრებმა თავი ორიგინალური და შთამაგონებელი იმიჯით გამოიჩინეს. კვირეულს ცნობილი მოდელებიც ესწრებოდნენ ან ჩვენებებს შორის თავს სტუმრის სტატუსით იწონებდნენ. აღსანიშნავი იყო ნაომი კემპბელის ჩაცმულობა, რომელმაც "დიორის" კაბით, ქურთუკით და ბერეტით გარშემო ყველა დაჩრდილა. ამერიკული Vogue წარმოგიდგენთ ქუჩის სტილის რჩეულ წარმომადგენლებს: