ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსში
ქართული მოდა უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ბევრჯერ გვასახელა. ქართველი დიზაინერები აქტიურად მკვიდრდებიან საერთაშორისო ბაზარზე და მსოფლიო დონის ვარსკვლავები მათ სამოსს უფრო და უფრო ხშირად ირგებენ. დევიდ კომას წარმატებული კარიერის შემდეგ, მოდის ინდუსტრიაში ახალი ქართული სახელი დემნა გვასალია გაჩნდა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპრაკა. "ბალენსიაგას" მხატვრული ხელმძღვანელი აქტიურად მართავს საკუთარ ბრენდს VETEMENTS-ს და მუდმივად განხილვის საგნად რჩება. უკანასკნელ პერიოდში, კომას და გვასალიას გარდა, ცნობილი ადამიანების ტანზე ავთანდილის, ნინა და გვანცა მაჭარაშვილების, თამუნა ინგოროყვას და ირაკლი რუსაძის შემოქმედება ვიხილეთ.
10 ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი HC-ს კვირეულებიდან
დროებით წარსულის ყველაზე გასაოცარ პოდიუმებზე გადავინაცვლოთ

დიზაინერებმა 2018 წლის კოლექციები პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე უკვე წარმოადგინეს. Haute Couture ხშირად ქმნის ისტორიის ყველაზე დაუვიწყარ მომენტებს, რადგანაც ამდროს დიზაინერებს მოდა ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აჰყავთ.