Silhouette SS18
Silhouette საიუველირო ნაკეთობების handmade ბრენდია საქართველოდან, რომელიც 2015 წელს სამმა ბავშვობის მეგობარმა დაარსა. ბრენდის სტილს სხვადასხვა მატერიათა კომბინაციით გამოსახული მინიმალისტური, ლაკონური გეომეტრიული ფორმები წარმოადგენს. Silhouette თავის ნაკეთობებში აერთიანებს ქართული კულტურისთვის კარგად ნაცნობ მინანქრის ტექნიკას, ვერცხლს, სპილენძს და ძვალს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით მუშავდება. ბრენდის უახლესი კოლექციის ლუქბუქს მოდელი და მსახიობი თინა დალაქიშვილი წარმოგვიდგენს.
Irma de Flore: Yellow Crane Legend
Irma de Flore ფოტოგრაფ ირმა შარიქაძის ბრენდია, რომელიც ანტიკვარული ჩინური აბრეშუმით ულამაზეს კიმონოებსა და აქსესუარებს ქმნის Art Monkey Brothers Studio და Tamara Suji-სთან კოლაბორაციით. წარმოგიდგენთ ჟურნალ ამარტას პროექტისთვის, თავად ირმას მიერ გადაღებულ Yellow Crane Legend ფოტოსერიას.
მოდური სპორტული ფეხსაცმელი
სპორტული ფეხსაცმლის მოდელები, რომლებიც ტრენდად იქცა

მოდის ბრენდები უკანასკნელი სეზონების განმავლობაში სპორტულ ფეხსაცმელს ქმნიან და აღსანიშნავია, რომ მთელი კოლექცია მომენტალურად იყიდება. დემნა გვასალიას ახალი ბოტასების გაყიდვაში ჩაშვების დღეს, "ბალენსიაგას" მაღაზიებთან დილიდანვე რიგები დადგა. "ნაიკის" აპლიკაციას ყველა იმ იმედით ანახლებს, რომ სასურველი სპორტული ფეხსაცმლის ამოყიდვა გაანალიზოს. წარმოგიდგენთ ბოტასებს, რომლებსაც წელს ყველა მოდის მიმდევარი ატარებს და მოდის კვირეულების ქუჩის სტილშიც წამყვან ადგილს იკავებს:


DIANA KVARIANI SS18
დიანა ქვარიანის ბრენდის ხელწერას გამორჩეულად ხარისხიანი, ფერადი და პრიალა მატერიები წარმოადგენს, კოლექცია რომელიც ქართველმა დიზაინერმა თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა 2018 წლის ზაფხულის სეზონს მიეკუთვნება. წარმოგიდგენთ კოლექციის ლუქბუქს.