YEEZY Season 6
YEEZY Season 6 კოლექციის სარეკლამო კამპანია პაპარაცული ფოტოების სახით გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც გარკვევით არც არის მითითებული, რომ ეს სარეკლამო კამპანიაა, თუმცა ამაზე ალბათ ნაკლებად ღელავს დიზაინერი ქანიე უესტი, რომელიც ზედმიწევნით არღვევს მოდური ჩვენებების კალენდარსა და წესებს. ნიუ იორკსა და პარიზში ჩავარდნილი ორი სეზონის შემდგომ, Season 6 უბრუნდება "ქუჩებს".

კიმი რამდენჯერმე დააფიქსირეს პაპარაცებმა YEEZY-ს სამოსში და თურმე სწორედ ეს ყოფილა დიზაინერის შთაგონების წყარო და სარეკლამო კამპანიის დასაბამიც. მეტი ყურადღების მისაქცევად ქანიემ ცნობილი ქალბატონებიც მოიწვია, სარეკლამო კამპანიის წარმოება პაპარაცულ-სააგენტოს დაავალა. პერიზ ჰილტონი, სხვა ცნობილი ქალბატონები და რამდენიმე ინსტა-პორნო ვარსკვლავი კიმის-კლონებად მოგვევლინნენ.
Lets cook! ქათმის ბარკლები და კრემ სუპი
წარმოგიდგენთ LetsCook.ge კულინარიული ბლოგიდან რამდენიმე უგემრიელეს და მარტივ რეცეპტს, რომელსაც პერიოდულად გაგიზიარებთ ხოლმე. დასაწყისისთვის რამდენიმე კრემ-სუპი და ქათმის ბარკლების მადისაღმძვრელი რეცეპტი შევარჩიეთ.

ბლოგი 20 წლის ახალგაზრდა გოგონას, მედეა ჩუბინიძეს ეკუთვნის. მედეა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კულინარიით გატაცება უკვე მე-5 წელია მის ბლოგზე აისახება. კულინარი მის მიერ გამოცდილ რეცეპტებს გვიზიარებს მკითხველს: ❝ალბათ ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ არც თევზის და არც ხორცის უბრალოდ შეწვა არ მიყვარს და ყოველთვის რაიმე განსხვავებულ და გემრიელ მარინადს ვეძებ, რათა უფრო გავამრავალფეროვნო გემო, ხორცი გავხადო უფრო ნოტიო და არომატული. ამიტომ, გამომცხვარი ქათმის ბარკლების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ: დიჟონის მდოგვითა და ლიმონით თუ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეწვას ასე მომზადებით ჩაანაცვლებთ. შემდგომი კი ჩვენს მენიუში გახლავთ ბროკოლის კრემ-სუპი ან სოკოს კრემ-სუპს არაჟნით, არჩევანი თქვენზეა...❞