ბოლო პერიოდის გამორჩეული მაკიაჟი
Beauty Trends: ბოლო პერიოდის გამორჩეული
მაკიაჟი ცნობილი ქალბატონების მაგალითზე


თვალი გადადავლოთ ცნობილი ქალბატონების ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ლუქებს, სადაც მთავარი აქცენტი მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე კეთდებოდა. მაგალითად, მოდელ ემილი რატაკოვსკის გამოჩენამ ოქროს გლობუსის შემდგომ წვეულებაზე დანერგა ნარინჯისფერი თვალის ჩრდილების ტრენდი მონო შესრულებით, მსუბუქი ყვითელი ჩრდილების ტონალობა კი მსახიობმა მარგო რობიმ წარმოგვიდგინა სულ ახლახანს, ულამაზესი ქერათმიანი მსახიობის კიდევ რამდენიმე იმიჯი გვახსენდება მსუბუქი მაკიაჟითა და კენკრისფერი ტუჩსაცხით... ვარცხნილობებში კი შეინიშნებოდა ფრანგული-ჩოლკისა და სანახევროდ გვერდზე გადაწეული თმის-ტრენდი.
VOGUE: ჟიზელ ბიუნდჰენი ცვლის ისტორიას!
37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელსაც უპრეცენდენტო რაოდენობის 7,000-ზე მეტი ჟურნალის გარეკანი დაუმშვენებია 2018 წლის თებერვლის იტალიური VOGUE-ს გარეკანზე უმაკიაჟოდ პოზირებს!

ფოტოსესია ბოსტონში, ჟიზელისა და ტომ ბრედის სახლში, კვირა დილის ბუნებრივ განათებასა და სტილისტისა და ვიზაჟისტის დახმარების გარეშე წარიმართა. 2 შვილის დედა საკუთარ სამზარეულოში საბავშვო სლიპერებით პოზირებს. ფოტოგრაფრმა Jamie Hawkesworth ფირის კამერა გამოიყენა და უარყო ფოტოს დამუშავების ყველანაირი ტექნიკა, მათ შორის ფოტოშოპიც. მოდელი ცნობილია ჯანსაღი ცხოვრების სტილით და ფილანტროპიული საქმიანობით, ის უდავოდ ინფლუენსერია. VOGUE-ს დახმარებით კი შესაძლოა საბოლოოდ დამკვიდრდეს ახალი ერა - მეტი ბუნებრიობა მოდაში!
სტილის 7 გაკვეთილი ვენსან კასელისგან
ვენსან კასელს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც მისი სტილი და გარეგნობა შთააგონებთ. მაყურებელს ხიბლავს მისი კინოში თამაში, ჩაცმულობა, ქალბატონებთან ურთიერთობა... მას რთულად თუ ვუწოდებთ ჭეშმარიტ ფრანგს. მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი და "სეზარის" მფლობელი თავაზიანი, თუმცა ირონიულია: მას წარმატებულად შეუძლია მკაცრი კოსტიუმის და თეთრი სპორტული ფეხსაცმლის შეხამება, ღია სათვალეებთან და საზღვაო პერანგთან ერთად. სწორედ ესაა თავად ვენსანი. წარმოგიდგენთ მისი ჩაცმულობის 7 გადამწყვეტ დეტალს: