amfAR 2018: ვარსკვლავების ჩაცმულობა
გუშინ ღამით, ნიუ-იორკში უოლ-სტრიტზე მდებარე რესტორანში amfAR-ის გალა საღამო ჩატარდა. საღამოს ბევრი გამოჩენილი მსახიობი და მოდელი დაესწრო, მათ შორის Victoria's Secret-ის სუპერმოდელებიც. შესაბამისად, წითელხალიჩაზე ბევრი სექსუალური და თამამი კაბა ვიხილეთ. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების ჩაცმულობას:
amfAR: 5 საუკეთესოდ შემოსილი სტუმარი
კოსმოსში გაფრენა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, მატჩი დევიდ ბექჰემთან ან ჯორჯ კლუნის კოცნა - ყველაფერი შესაძლებელია. საკმარისია საქველმოქმედო ფონდის amfAR-ს ბილეთი გქონდეს. ლოტების გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი შიდსით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იგზავნება. ღონისძიება წლის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ტარდება. ამჯერად, ნიუ-იორკში, მოდის კვირეულის დაწყებამდე გაიმართა. მდიდრულ რესტორანში Cipriani-ში კინოს ვარსკვლავები და მოდელები შეიკრიბნენ.