ტრენდი: ფუტურისტული სათვალეები
90-იანების მოდასთან ერთად, ტრენდების სიაში ადგილს ვიწრო სათვალეები იკავებენ, ისეთები როგორიც "მატრიცა"-ში. სათვალის დიდი ჩარჩოები, რომლებიც ნახევარ სახეს ფარავს, მხოლოდ პაპარაცების თავდასხმის არიდების საშულებაა. სეზონის მთავარი must-have კი პატარა, ვიწრო მზის სათვალეებია.

დემნა გვასალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ისინი Balenciaga-ს 2017 წლის საშემოდგომო კოლექციაში წარმოაჩინა. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ისინი უკვე მილენიალების საყვარელმა ბრენდებმა გამოუშვეს: Miu Miu, Prada, Off-White, Acne Studios, Stella McCartney, Louis Vuitton... სათვალეები არამხოლოდ წარსულის ციტატა, არამედ ახალი მოდური იმიჯი გახდა.
Tom Ford FW18-19: სექსუალური რევოლუცია
კიდევ ერთი სექსუალური რევოლუცია ტომ ფორდისგან
80-იანების ნოსტალგია წარწერით Pussy Power

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ტომ ფორდის "ხმაურიანი" ჩვენება შედგა. 56 წლის დიზაინერი მომავალი შემოდგომისთვის უბრუნდება 80-იანების ესთეტიკას. ფორდი ინდივიდუალური მანერით წარმატებულად ახდენს ვარდისფერისა და ლეოპარდის პრინტის შერწყმას ზებრას ხაზებთან, ნეონის ფერებსა და ფსიქოდელიურ ყვავილებთან. ასეთი მეთოდით ტომი ჰოლანდიელი დიზაინერის კოოსა ვან დენ აკერის შემოქმედებისგან იღებს შთაგონებას, რომელმაც ლეგენდარული "უშნო ჯემპერი" შექმნა და 80-იანების გარდერობის მეინსტრიმი გახდა.
თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
ე.ლ. ჯეიმზის "ორმოცდაათი ელფერი" საგის მე-3 წიგნის ეკრანიზაცია ეპიკურ დასასრულს გვპირდება. 8 თებერვალს ფილმის საპრემიერო ჩვენებას გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა. ფილმი კიდევ უფრო მეტი სექსუალური სცენითაა დატვირთული და მართალია ისტორია ზღაპრის მსგავსად ქორწილის სცენით სრულდება, თუმცა ანასთეიშა და კრისტიანის წყვილისთვის ყველაფერი წინაა. სთალკერი წარსულიდან და კრისტიანის ყოფილი საყვარლები შესაძლოა მათ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ პრობლემას სულაც არ წარმოადგენდნენ...

ფილმს ამჯერადაც გამოარჩევს საუნდტრეკები, მუსიკის ნაწილი სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა და ასრულებენ: Hailee Steinfeld, Dua Lipa, Liam Payne and Rita Ora, Julia Michaels ... იხილეთ სეანსების განრიგი : www.kinoafisha.ge


amfAR: საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა
ნიუ-იორკში გამართული საქველმოქმედო გალა საღამო ვარსკვლავების მომხიბვლელი იმიჯით გამოირჩეოდა. მოდელები და მსახიობები კიდევ ერთხელ იქცნენ შთაგონების წყაროდ. მოდური და სექსუალური იმიჯის გარდა, ისინი სილამაზის განსაკუთრებულ ხერხებს წარმოაჩენდნენ და მოახლოებული ვალენტინობის დღისთვის შესაფერისი მაკიაჟისა და ვარცხნილობის ინსპირაციადაც კი იქცნენ.