ქართული სიტყვები Gucci-ს ჩანახატებზე
"გუჩის" 2018 წლის საშემოდგომო კოლექციის პრომო კამპანია საინტერესო მიზნებს ემსახურება: ბრენდმა რამდენიმე საათის წინ შავ-თეთრი ვიდეოების განთავსება დაიწყო, რომელშიც "გუჩის" მოდელები, მათ შორის ქართველი მარიშა ურუშაძე, საკლასო ოთახში სხედან და ერთმანეთს უსმენენ. მოდელები მე-19 საუკუნის ფრანგი პოეტის შემოქმედებას განიხილავენ, კერძოდ კი მის ლექსებს ციტირებენ პოემიდან L’Éternité //"მარადისობა".

"თავისუფლება, თანასწორობა... სექსუალობა" ეს არის კამპანიის მთავარი სლოგანი, რომლის მხატვრულ დირექტორადაც კრისტოფერ სიმონდსი გვევლინება. კრეატიული დირექტორი კი ყველასთვის ნაცნობი ალესანდრო მიკელეა.
ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია
თუ გსურს იდეალური გარდერობი, ტანისამოსი თავად შეკერე! - ეს წესი ვიქტორია ბექჰემმა საუკეთესოდ იცის. დიზაინერი და მრავალშვილიანი დედა საკუთარ ბრენდს საუკეთესო რეკლამას უწევს, რასაც მისი ქუჩის თუ წითელი ხალიჩის ფოტოები მოწმობს. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ ვიქტორია და მისი ბრენდი ამერიკას დაემშვიდობა, სექტემბრიდან მისი შოუები მშობლიურ ლონდონში ჩატარდება. მისის ბექჰემი თავის შემოქმედებაში სეზონის მთავარ ტრენდებს ამკვიდრებს, ამიტომაც კოლექცია მარტივი, მაგრამ აქტუალურია. ვიქტორიამ 80-იანები შარვლებით და სპორტული მაისურებით გაიხსენა. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია სეზონის ტრენდების სახელმძღვანელოა.
იტალიელები ნიუ-იორკში: Bottega Veneta
იტალიური ბრენდის Bottega Veneta ახალი FW18-19 კოლექცია ამერიკის მეგაპოლისს სიყვარულში უტყდება

მილანში დაფუძნებულმა ბრენდმა გადაწყვიტა საკუთარი ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ნიუ-იორკში ეჩვენებინა. შოუს შემდეგ ყველაფერი გასაგები გახდა: კრეატიულმა დირექტორმა ტომას მეიერმა კოლექცია ნიუ იორკის მაცხოვრებლებს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში მედისონ ავენიუზე Bottega Veneta-მ მაღაზიაც გახსნა. ჩვენების ლოკაციად კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა აირჩიეს. ინდექსის დრამატული ვარდნის ფონზე ყველაფერი განსაკუთრებით სიმბოლურად გამოიყურებოდა. მოდელების საფინალო გამოსვლის შემდეგ ლოფტი წვეულების ადგილად იქცა, სადაც ყველა გაერთო. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ირინა შეიკმა, კაია გერბერმა, ჯიჯი ჰადიდმა და ადვოა ებოამ.


Alexander Wang FW18-19
Ugly accessories: ალექსანდრ ვანგის ამბოხი
თუ ფიქრობთ, რომ დიზაინერები ჭკუიდან შეიშალნენ, მოდის ინდუსტრია აშკარად გიპასუხებთ, რომ მართალი ხართ. Alexander Wang-ის ახალი კოლექცია მოკლებულია ელეგანტურობის იმიჯს და მთლიანად ექსცენტრიკულ მოდაზეა აგებული. თითოეული დეტალი, რაც კი ჩვენებაზე დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. დიზაინერმა მოდაში დააბრუნა მივიწყებული ნივთებიც და გზა გაუხსნა ახალ ტრენდებს.