Off-White c/o Jimmy Choo
ვირჯილ აბლოს ბრენდი Off-White™ კოლექციის შექმნისას ძირითადად კოლაბორაციულ პროექტებს მიმართავს, Nike და Champion-თან გახმაურებული თანამშრომლობის შემდგომ Off-White™ ამჯერად Jimmy Choo-სთან ერთად აწარმოებს ფეხსაცმელს მიმდინარე კოლექციისთვის. საპრეზენტაციო წვეულებაზე ვირჯილმა უამრავ სტუმარს და ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი: კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი, კაია გერბერი, ნაომი კემპბელი, როზი ჰანტინგტონ უაითლი, მარტა ჰანტი, ანია რუბიკი, სიმი & ჰეიზ ხადრა, აირენ კიმი, ქეროლინ ვრილენდი... სტუმართა უმრავლესობა მოდელის როლში მოგვევლინა, მათ ემოსათ Off-White™-ის უახლესი კოლექცია.
Ralph Lauren-ის საზღვაო კოლექცია
რალფ ლორენმა კვლავ გვიჩვენა ისეთი კოლექცია, რომლის ყიდვაც მაშინვე გინდება. სანამ, მისი კოლეგები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს წარმოადგენენ, 79 წლის დიზაინერი აწმყოთი ცხოვრობს და გაზაფხული-ზაფხულის სამოსს გვიჩვენებს. ჩვენების ახლებური ფორმატი რომ არ გავითვალისწინოთ, ამერიკული სტილის მეფეს საკმაოდ ტრადიციული კოლექცია გამოუვიდა. ბრენდი, რომელსაც საერთოდ არ სურს რევოლუცია მოახდინოს, სწორედ ამ ხარისხის დეტალის გამოა Ralph Lauren განუმეორებელი.

ეს სეზონი საზღვაო კურორტის სტილს დაეთმო. კოლექცია იამაიკის ნავსადგურითაა შთაგონებული, სადაც ლორენს საკუთარი სახლი აქვს. კოლექციაში წარმოდგენილია ფერები: თეთრი, ლურჯი, ყვითელი, წითელი და მწვანე საზღვაო თემატიკის ალმების, დროშებისა და პრინტების სახით. კოლექცია იამაიკის ნავსადგურითაა შთაგონებული, სადაც ლორენს საკუთარი სახლი აქვს. წარმოგიდგენთ 5 მთავარ ინსპირაციულ დეტალს
Philipp Plein FALL.18 RTW
Philipp Plein-ის მფრინავი თეფშის დაშვება
პლეიბოის ზამთრის კურორტის mansion-ზე
.

მართალია ნიუ იორკში მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ლოკაციებით და შოუს ეფექტებით, თუმცა Philipp Plein-მა ყველა გააოცა როგორც შოუს მოცულობით ასევე მისი გაურკვეველი კონცეპციით. Philipp Plein-მა ჩვენებაზე კოსმოსური ხომალდიდან დაუშვა ტრანსფორმერი:რობოტი და ირინა შეიკი, რაც საერთო ჯამში 10$ მილიონი დაჯდა.

კოლექცია სპორტულ სამოსს აერთიანებდა, პოდიუმზე ვიხილეთ ski და სნოუბორდისთვის განკუთვნილი სამოსი, ჩვენება მოგვიანებით ერთ დიდ წვეულებაში გადაიზარდა. საერთო ჯამში კოლექცია PLAYBOY-ის მოყვარულ, უცხოპლანეტელების ისტორიებისა და ზამთრის სპორტის მიმდევართა ინტერესების მიქსს წარმოადგენს.


კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება
კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება მოდის სამყარო განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე კაროლინა ერერას ჩვენებას, რომელიც 79 წლის დიზაინერისთვის უკანასკნელი ჩვენება გახლდათ.

დიზაინერი ვენესუელადან უზადო გემოვნებით და სტილის შეგრძნებით, კაროლინა 1980 წლიდან უდგას სათავეში მის მოდის სახლს, რომელიც LUXURY ბრენდს წარმოადგენს და გამოირჩევა ელიტარული კლიენტებით. Carolina Herrera ნიუ იორკში დაფუძნდა და ქმნიდა ამერიკულ მოდას!

ფინალურ შოუზე კაროლინა ატელიეს მუშაკებთან ერთად დაგვემშვიდობა პოდიუმიდან, მოდელების რიგი მის ყველაზე სახელოვან თეთრ პერანგსა და ფერად ქვედაბოლოებში გამოწყობილნი გამოვიდნენ. Carolina Herrera მოდის სახლს დიზაინერი Wes Gordon წარუძღვება, რომელიც ბოლო პერიოდია კაროლინას დამხმარედ მუშაობდა და ღირსეულ მემკვიდრედ მოიაზრება.