გამორჩეული Casual სტილისტები
ადრე პოპულარულ მოდელებსა და მსახიობებს წითელი ხალიჩის მიღმა რაც მოესურვებოდათ იმის ჩაცმა შეეძლოთ. ახლა, როცა მათ ყოველ ნაბიჯს პაპარაცები აფიქსირებენ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეს გაიაზრეს არამხოლოდ თავად ვარსკვლავებმა, არამედ ბრენდებმაც, რომლებიც უკვე დიდი მონდომებით უშვებენ casual სტილის სამოსს.

წარმოგიდგენთ სტილისტებს: რომლებიც ზრუნავენ ვარსკვლავების ყოველდღიურ იმიჯზე
კრისტიან კლასენი სელენა გომესის სტილისტი თვლის, რომ დღეს ინსტაგრამზე განთავსებული სელფი ყურადღების მიქცევისთვის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტია, ვიდრე წითელ ხალიჩაზე მორგებული Haute Couture-ის სამოსი. მიზეზი მარტივია - casual სტილის ნივთები ყველას სჭირდება და ისინი ხელმისაწვდომია. სტილისტ მიმი კეტრელი კი ხშირად თანამშრომლობს ქართველ დიზაინერებთან, მისი სთაილინგით ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა მრავალჯერ მოირგეს ქართული ბრენდები.
Calvin Klein Fall 2018
ნიუ იორკი მოუთმენლად ელოდა რაფ სიმონსის Calvin Klein-ის FALL 2018 კოლექციის ჩვენებას. ჩვენების front row ცნობილი ადამიანების სიუხვით გამოირჩეოდა, ჰოლივუდის სტუმრები დიზაინერმა პოპკორნის ხროვაში მოათავსა. სივრცე ენდი ვორჰოლის ფოტოებით და Sterling Ruby-ის სკულპტურებით იყო გაფორმებული, რაც დეკონსტრუირებული ბეღელის იერს ქმნიდა.

პოდიუმზე პოპკორნის ხრაშუნით შემოაბიჯეს მოდელებმა მეხანძრის კოსტუმებით ინსპირირებული ლუქებით. საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა რაფ სიმონსის რიგით მე-3 კოლექციისთვის შერჩეული მატერია აქსესუარებისთვის: ნაქსოვი და ცეცხლდამცავი ფოლგის ჩაფხუტები.
რა აცვიათ ნიუ-იორკის ქუჩებში
მოდის კვირეულის სტილი
რა აცვიათ ნიუ-იორკის ქუჩებში

ნიუ-იორკში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც დიზაინერები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. კვირეულის პირველივე დღეებში უზარმაზარი მეგაპოლისის ქუჩები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრებმა გაავსეს - ბევრმა მიმართა ექსპერიმენტებს, ბევრმაც სეზონის ჰიტად ქცეული ტრენდები წარმოადგინა. კუბოკრულ პიჯაკებს გრძელი პალტოები, დიდი ზომის ჯემპერებს ჯინსები შეუხამეს. გოგონებმა ფერადი ბოტფორდები, ტყავის ბერეტები და პლედებიც მოირგეს.