სეზონის ტრენდი: ლოგომანია
მოდის ბრენდებმა სულ უფრო და უფრო გაამძაფრეს საკუთარი ლოგოების და სახელწოდებების ტანისამოსზე დატანა. თითქოს მოდის ინდუსტრია უფრო და უფრო მკაფიოდ ცდილობს ამა თუ იმ დიზაინერის ხელწერის გარჩევა ადვილი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ტრენდის დამკვიდრებაში დიდი წვლილი დემნა გვასალიას ეკუთვნის, რომელმაც Balenciaga-ს წარწერები ფეხსაცმელებსა და მოსაცმელებზე მასშტაბური გახადა. ამასთან, ამ ტრენდის მორგება თქვენს ირონიულ დამოკიდებულებას უფრო გამოკვეთს ვიდრე იმით თავის მოწონებას, თუ რომელი ბრენდი გაცვიათ.
BAFTA საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა
2018 წლის BAFTA-ს წითელი ხალიჩა შავმა კაბებმა მოიცვა. ბრიტანული კინოდაჯილდოება გუშინ ღამით, ლონდონის ალბერტჰოლში ჩატარდა. ჰოლივუდის ლამაზმანებმა განსაკუთრებულ დრესკოდს განსაკუთრებულად დახვეწილი და ელეგანტური იმიჯი შეურჩიეს.
BAFTA 2018: წითელი ხალიჩა
BAFTA 2018-ის წითელი ხალიჩაც Time's Up-ის მოძრაობას მიეძღვნა და ყველა ვარსკვლავმა შავი სამოსით მოიწონა თავი. ალბერტჰოლის დარბაზში ჰოლივუდის ლამაზმანებმა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა: ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა მოიყარეს თავი. საღამოს უდაო ლიდერი ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri გახდა.


კარა დელევინის დაბრუნება და კრისტოფერ ბეილის დამშვიდობება
რითი დაგვამახსოვრდება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუ
კარა დელევინის დაბრუნება და კრისტოფერ ბეილის დამშვიდობება
Burberry SS18

ბრიტანული ბრენდის Burberry-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. ამისათვის კი სულ ცოტა 3 მიზეზი არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა კრისტოფერ ბეილიმ ამ კოლექციით მოდის სახლი დატოვა. დიზაინერმა Burberry-ისთვის 17 წელი იმუშავა. მან შემოქმედებითი გუნდი 2001 წელს ჩაიბარა. 2015 წელს კი ბრენდის სეოც გახდა.

ამ დროის განმავლობაში კრისტოფერმა ბევრს მიაღწია: ახალი საუკუნის დასაწყისში Burberry არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. ახლა კი ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩვენებებით გამოირჩევა.