David Koma FALL 2018 READY TO WEAR
ქართველმა დიზაინერმა David Koma ლონდონის მოდის კვირეულზე ახალი FALL 2018 კოლექცია წარმოადგინა

დევიდ კომახიძემ Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა და ახლა მთელ ძალისხმევასა და ენერგიას საკუთარ ბრენდს David Koma-ს ახმარს. "ეს ახალი დასაწყისია ჩემთვის. ამ კოლექციაზე მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა."- ენთუზიაზმით განაცხადა კომამ კულისებში.

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი მე-19 საუკუნის არტისტის ედვარდ კურტისის ეთნოგრაფიული ფოტოებით მოიხიბლა, ამიტომაც, კომას კოლქეციაში ფოლკლორის ელემენტებს ვხედავთ, რომელიც 60-იანების სილუეტს ეფექტურად ერწყმის. "ბუმბულები ძალიან პოეტური და სენსიტიურია, ამიტომაც ვფიქრობ მათ სამოსს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს."