ალესანდრო მიკელეს გიჟური იდეები
Gucci FW18-19
ალესანდრო მიკელეს გიჟური იდეები
დიზაინერმა ახალი კოლექცია ადამიანის გაორებულ ბუნებას მიუძღვნა


"გუჩის" ახალი კოლექციის ჩვენებას ყველა მოუთმენლად ელოდა. დიზაინერმა სტუმრებს მოსაწვევების ნაცვლად ელექტრო თაიმერები გაუგზავნა, რომელზეც შოუმდე დარჩენილი დრო ისახებოდა. ლოკაციაზე მისულ საზოგადოებას უცნაური გარემო დახვდა: ინტერიერი საავადმყოფოს, კერძოდ კი საოპერაციო ოთახს მოგაგონებდათ. ალესანდრო მიკელე არამხოლოდ ტანისამოსის დიზაინის შექმნისასაა ნიჭიერი, არამედ მათი ეფექტური წარმოჩენის დროსაც.

იმისთვის რომ გაგვაოცოს, დიზაინერმა საკუთარ თავს უნდა გაადაბიჯოს: მიკელემ შეძლო სეზონიდან სეზონამდე ტემპი არ დაეგდო და რამდენიმე გიჟური იდეა ამჯერადაც შემოგვთავაზა