Fendi FW18 ლოგომანიის ტრენდით
სასურველი ნივთები და აქსესუარები
Fendi FW18 კოლექციიდან


კარლ ლაგერფილდის ახალი კოლექცია Fendi-სთვის საკმაოდ თავშეკავებული და მკაცრია. ზოგადად, კარლს გრაფიკული ხაზები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახალ სეზონზე სიმკაცრე ფერთა პალიტრის შერჩევითაც წარმოაჩინა. კოლექცია გაჯერებულია ხორცისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი ფერებით, რომლებიც თეთრი საყელოებითაა მორთული და პრესტიჟული კოლეჯის ჩაცმულობას მოგვაგონებს. კვადრატულ მხრებს ლაგერფილდისთვის ახლა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამჯერად კარლმა athleisure-ს მიმართა, კოლექცია ყოველდღიური მოხმარების აქსესუარების სიუხვით გამოირჩევა და "ფენდის" ლოგოს ყველგან ვხედავთ!