მბზინავი კანი: ვიზაჟისტ Patrick Ta-სგან
მბზინავი კანის ეფექტი
ვარსკვლავური ვიზაჟისტის Patrick Ta-ს რჩევები, რომლის კლიენტებიც დები ჰადიდები, როზი ჰანტინგტონი და კრისი ტეიგენი არიან

ვიზაჟისტი მიხვდა სილამაზის უნივერსალურ ფორმულას: ბზინვარება! რაც სახეს კანს ჯანსაღ იერს მატებს და ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. "როცა ადამიანები კაშკაშა სახეს ხედავენ, ფიქრობენ, რომ კანი ჯანმრთელია. ნათელი სახით გოგონები უფრო ახალგაზრდულად, თანამედროვედ და ჯანსაღად გამოიყურებიან. ყველას სურს რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს და სახე მაქსიმალურად უელვარებდეს." - გვიხსნის ტრენდის აქტუალობის მიზეზს Patrick Ta, არტისტმა ზუსტად იცის, თუ როგორ მივაღწიოთ მსგავს ეფექტს და რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.
Red Sparrow საქართველოს კინოთეატრებში!
აგენტი წითელი ბეღურა
1 მარტიდან
საქართველოს კინოთეატრებში
www.kinoafisha.ge

The Hunger Games-ის შემქმნელი რეჟისორის და ჯენიფერ ლოურენსის მორიგი თანამშრომლობა. ფილმი ფემ-ფატალის მთავარი პერსონაჟით საკმაოდ კარგად შეაფასეს კრიტიკოსებმა, რაც ჯენიფერ ლოურენსის შესანიშნავი სამსახიობო მონაცემების დამსახურებაა, მაყურებელი სექსუალური, "ქალი ჯეიმს ბონდის" აგენტს მიღმა ხედავს ისტორიას და ერკვევა ორმაგ თამაშში. სიუჟეტი დომინიკა ეგოროვას პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება - ყოფილი ბალერინა, რუსი ჯაშუშური ქსელის პროგრამის შედეგად გაწვრთვნილი აგენტია, რომელიც იყენებს მის სხეულს, ფსიქოლოგიურ მანიპულაციას და ქალურ შარმს მისის შესასრულებლად.
სუპერმოდელთა აღლუმი Versace-ს შოუზე
გლამური დაბრუნდა. 80-იანები კვლავ საზეიმო ვითარებაშია. წინა სეზონის ტრიუმფალურმა რეპროსპექტივამ, რომელიც დონატელამ ძმის, ჯიანის ხსოვნას მიუძღვნა, ნათელი გახადა, რომ მთავარია რისკი, თუ მწვერვალების დაპყრობას ცდილობ.

Versace Fall 2018 Ready to Wear
კოლექცია მოიცავს პრიალა პალტოებს, სკოლის ფორმებისთვის დამახასიათებელ საყელოებს, ბეჟ ქსოვილებს და ბერეტებს - ასე რომ, ბრენდი საკუთარ ხელწერას სამოსზე კვლავ ეფექტურად აღბეჭდავს. "ვერსაჩეს" ახალი შოუ რაღა თქმა უნდა მოდის ინდუსტრიის ცნობილი მოდელებით იყო დაკომპლექტებული: ჩვენება ნატალია ვოდიანოვამ გახსნა. ჯიჯი ჰადიდი და კაია გერბერი პოდიუმზე ორ-ორჯერ გამოვიდნენ.