ვიზაჟი მილანის მოდის კვირეულიდან
წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო სილამაზის დეტალებს მილანის მოდის კვირეულიდან

მილანის მოდის კვირეული დასრულდა და მოდის სფეროს წარმომადგენლებმა ამჯერად პარიზში გადაინაცვლეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანის მოდის კვირეულზე ყველაფერი ვნახეთ: ორთავიანი და სამთვალიანი მოდელები, ჯეკი კენედის 62 სახის ვარიაცია, ძაღლები და დრაკონები... სილამაზის რეალური ხერხებით Max Mara, Anteprima და Roberto Cavalli გამოირჩნენ. Gucci აბსურდული იმიჯის ლიდერი გახდა.