Chanel FW18-19
იდეალური სამოსი ტყეში სასეირნოდ: Chanel FW18-19
ტყე პოდიუმის ნაცვლად: რითი დაგვამახსოვრდება კარლ ლაგერფილდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შოუ

პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-მა სტუმრებს ტრადიციულად, გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო. ნახევარი წლის წინ გრან=პალე უზარმაზარ ჩანჩქერად იქცა, იანვარში ყვავილოვან ხეივნად, ამჯერად კი საზოგადოებას ზაფხულის ტყე დახვდა. ხეები დეკორაციის წყალობით შექმნეს მეტი რეალურობისთვის კი ძირს ყვითელი ფოთლები მოფინეს.