7 საიდუმლო ფრანგი გოგონებისგან
სილამაზის 7 საიდუმლო ახალი თაობის ფრანგი გოგონებისგან: არანაირი დიეტა, პარფიუმერული ხრიკები და სხვა სილამაზის გაკვეთილები ახალგაზრდა ლამაზმანებისგან.

"რაც უფრო ნაკლები მით უკეთესი" ფრანგი მანდილოსნების საყვარელი გამონათქვამია მაშინაც კი, თუ საღამოს წვეულებისთვის ემზადებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს "სწორი" და "არასწორი" სილამაზე. მნიშვნელოვანია თავს როგორ გრძნობ და არა ის, თუ როგორი ეჩვენები გარშემომყოფებს. თუმცა, ბუნებრივი იმიჯიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურები ნებისმიერი პარიზელი გოგონას აუცილებელი წინაპირობაა. ლეტიცია კასტას მსგავსად, საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობამ კოსმეტიკის ყიდვა აფთიაქში დაიწყო. კანის ჯანმრთელობას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და როცა სახე კარგ მდგომარეობაშია, დეკორატიული კოსმეტიკა მინიმალური რაოდენობითაც საკმარისია.