ქართველების ინსტაგრამი: მარტი 2018
წარმოგიდგენთ მარტის თვის ფოტოებს ცნობილი ქართველების ინსტაგრამიდან: ფოტოები გადასაღები მოედნიდან, პერსონალური სტილის ამსახველი და საოჯახო ალბომიდან. პირადი ფოტოები, რომლებიც გაცილებით მეტს მეტყველებენ მათ ავტორებზე.
ვინ არის ბერას შეყვარებული?
გავრცელებული ინფორმაციით, ბერა და მისი შეყვარებული ნანუკა გუდავაძე დაინიშნენ. ინფორმაცია წყვილის სამომავლო გეგმების შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გამოწვეულმა ჭორმა ნანუკასადმი ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ქართველი გოგონა ადრეული ასაკიდან ექცეოდა ფოტოგრაფების და დიზაინერების ყურადღების ქვეშ, რამდენიმე წლის წინ კი ESHVI-ს კამპანიაში და MORE IS LOVE-ს კატალოგისთვის გადაიღეს. თუმცა ნანუკა სამოდელო კარიერას არ გაუტაცია.

მისი და ბერას რომანი არ ხმაურდებოდა, თუმცა არც იმალებოდა, ბერა ხშირად უკომენტარებდა გოგონას ინსტაგრამზე, სადაც ნანუკას საკმაოდ ბევრი ფოლოუერი ყავს მისი ვიზუალიდან და ჩაცმის სტილიდან გამომდინარე.