N-DUO Everything for 100$
საქართველოში დაარსებული, მულტი-ბრენდული მოდური ონლაინ მაღაზია N-DUO-CONCEPT უპრეცენდენტო სააღდგომო ფასდაკლებას აცხადებს. concept store აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა და ის მართლაც ძალაშია. დიზაინერების სამოსი და აქსესუარები მათ $100-მდე ჩამოაფასეს! საკუთარი ბრენდის N-DUO პროდუქციაზე კი ბევრად დიდი ფასდაკლებაა. საერთო ჯამში ფასდაკლება 97% - 80% მდეა.
მთავარი ტრენდი: ყავისფერი თმა
მიმდინარე სეზონის მთავარი მოთხოვნაა: ბუნებრიობაზე აქცენტის გამახვილება. თმის ვარცხნილობას კი რაც შეეხება, გოგონებმა, რომლებმაც გასულ სეზონებზე მოდის კანონებისდა შესაბამისად პლატინიუმ ქერა თუ ფერადი თმის ვარცხნილობების ყველანაირი ვარიანტი ვცადეთ, დროა თმა დავასვენოთ და მას ბუნებრივი ტონალობა დავუბრუნოთ. რა თქმა უნდა ინდივიდუალურობის გამოხატვა მოდიდან არასდროს გადავა, თუმცა ცოტა ხნით საკმარისია ექსპერიმენტები, დავიბრუნოთ ბუნებრივად ჯანსაღი და ძლიერი თმა.

გავიხსენოთ ყავის, კაკაოს, კარამელის და შოკოლადისფერის ელვარება! წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე ტრენდულ თმის ტონალობას ცნობილი ქალბატონების მაგალითზე.
ფერადი ტუში გაზაფხულის სეზონისთვის
რას იტყვით მზერას ცისფერი ან იასამნისფერი შტრიხები შემატოთ? რატომაც არა?
ტუში ხომ შავის გარდა სხვა ფერიც შეიძლება იყოს.

მსგავს მაკიაჟს თავისუფლად იხდენენ გოგონები როგორც ღია პიგმენტის, ასევე ყავისფერი თვალებით. ვიზაჟისტები გვირჩევენ, თუ კი ვერ ბედავთ სრულად ფერადი ტუშით დაფაროთ წამწამები, დაიტანეთ ის მხოლოდ თვალის ცენტრში, დანარჩენი ღეროები კი სტანდარტული მუქი ტუშით შეავსეთ, ამგვარად თვალის ჭრილის მეტად გახელილ და ამონათებულ ეფექტს შექმნით.


თბილისის მოდის კვირეული: 19-22 აპრილი
თბილისის მოდის კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე - Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს და შოურუმს კი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377. ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები და პერფორმანსები. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.