აკა ნანიტაშვილის DOLL SHOES
თბილისელების საყვარელი დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, საქართველოს სახელით ერთერთი ყველაზე ცნობადი დიზაინერია დსთ-ს ქვეყნებშიც. მას გამოარჩევს მისი უნიკალური ხელწერა და მრავალი სახასიათო ნივთი.

2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის დიზაინერი ახალი მოდელის ფეხსაცმელს გვთავაზობს, რომელიც ვიცით, რომ სეზონის მთავარი ტრენდი გახდება! ფეხსაცმელი ბარხატის, ატლასის ან ლეოპარდის პრინტითაა წარმოდგენილი, ისინი თვლებითაა გაფორმებული და DOLL SHOES - იწოდება.
ახალი სახე მოდის ინდუსტრიაში: მატილდა გვარლიანი
ქართულ მოდის ინდუსტრიას ახალბედა სახე იპყრობს. ამ მომენტის new face და გამორჩეული გოგონა ფრანგული სახელითა და გარეგნობით, წარმოშობით სვანეთიდანაა. მატილდა გვარლიანი ქართველი დიზაინერების უდავო ფავორიტია, ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და მისი სამოდელო კარიერა, ფოტოსესიებისა თუ სხვადასხვა პროექტების წყალობით, დატვირთული გრაფიკით გამოირჩევა. მატილდას Look Models სააგენტო წარმოადგენს, მან უკვე ისეთი ქართველი დიზაინერების ლუქბუქი და კამპანიები წარმოადგინა, როგორებიც არიან: თამუნა ინგოროყვა, ანუკი არეშიძე, Materiel Tbilisi, ალექსანდრე ახალკაციშვილი.