Desert Mannequin x N-DUO, SS 2018
წარმოგიდგენთ ქართული concept store-ის დამაარსებლის, ნატუკა ქარქაშაძის და ბლოგერ ანუმ ბაშირის საკაპსულო კოლექციას: Desert Mannequin x N-DUO, რომელიც 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი და რაღა თქმა უნდა მოიცავს ანუმის ფავორიტ item: პიჯაკებს, რომელიც შეხამებულია საოცრად ქალურ და დახვეწილ კოპლებიანი, ზოლებიანი და კუბოკრული მატერიალის, რუშები და ბანტებით დამშვენებულ მეზღაურის პერანგ, ნაზ კაბებსა და კოსტუმის შორტებთან. DM x N-Duo კოლაბორაციის შედეგს თავად ბაშირი ასე ახასიათებს: “boy-meets-girl collection”.
Cross X ახალი ქართული ბრენდი
Cross X ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ის ორი დამწყები დიზაინერის გვანცა ყაჭეიშვილის და ლეკა სიხარულიძის ერთობლივი პროდუქტია. ამ ეტაპზე ბრენდი ინტენსიურად მუშაობს ფეხსაცმლის ხაზზე -ახლახანს გამოვიდა ბაზარზე Cross X-ის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის ნაწილი, ხოლო მეორე კამპანიის სესიას, ისევე როგორც ტანსაცმლის ხაზს საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.
LAKO BUKIA FW 2019
Lako Bukia 2018-19 წლის ზამთრის კოლექციის ლუქბუქს მოდელი თაკო გოგოლაძე წარმოგვიდგენს, ფოტოგრაფი კი დავით ახმაევი გახლავთ. კოლექცია, რომელსაც ქართველი დიზაინერი სულ მალე მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე წარადგენს ასევე მოიცავს ნათია ხუციშვილი X ლაკო ბუკიას სამკაულებს.


ინსტა ტრენდი: ომბრე წამწამებზე
ინსტაგრამის ბლოგერებმა მორიგი უჩვეულო და არაორდინალური ტრენდი აიტაცეს

#mermaidlashes-ის ტექნიკა, როცა ვიზაჟისტი წამწამებზე სხვადასხვა ფერს ამატებს, ისტაგრამზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული ერთი თამამი ტრენდია: ომბრე წამწამებზე. ყველაფერი მარტივია - წამწამებს ისე ღებავენ, რომ მათი ძირები მუქი რჩება, ბოლოები კი ცისფერი, მწვანე, იასამნისფერი, ვარდისფერი - რაც უფრო ღია, მით უკეთესი.