ELOSHI FW 2019
დიზაინერი ლელა ელოშვილი სულ მალე გვიჩვენებს მისი ბრენდის ELOSHI-ს ახალ, 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის პოდიუმზე.

ლუქბუქს მოდელი ლიკა რიგვავა წარმოგვიდგენს.
ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი.
15 მოდური რჩევა ოლივიას პალერმოსგან
მოდის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლებისგან რჩევების მიღება ყოველთვის საინტერესოა. მათი განსხვავებული და დამახასიათებელი ლუქები ყველას აოცებს და აინტერესებთ როგორ აღწევენ ასეთ შედეგს. ოლივია პალერმო კი ძალზედ საინტერესო ფიგურაა, რომლის სტილიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა, შედეგი ხშირ შემთხვევაში საუკეთესოა. მართალია ბოლო პერიოდში ოლივია ისეთი აქტიურობით აღარ იპყრობს მოდური გამოცემების ყურადღებას, თუმცა ის ნამდვილი სტილის აიქონია. მოდური ტრენდების გათვალისწინების მიუხედავად ოლივია არ კარგავს მის სტილს, არასდროს დაგვავიწყდება მისი ლუქები და ეს შესანიშნავი მაგალითია, რომ გემოვნებიანად ჩაცმულობა არასდროს გადადის მოდიდან!
გავიგოთ რა ხერხები აქვს ოლივიას თავისი გამორჩეული ლუქების შექმნისას.
ტრენდი ზაფხულისთვის: ღია ფეხსაცმელი
2018 წლის ზაფხულში განსაკუთრებული სიცხადით შენიშნავთ ღია ფეხსაცმელების ტრენდს, ვგულისხმობთ ფეხსაცმელებს ღია-ცხვირით ან ღია-ქუსლით, სადაც ფაქტურას და დეკორის ელემენტებს გადამწყვეტი როლი აქვს. მსგავსი ფეხსაცმლის-მოდელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ დიზაინერები, მათ შორის ქართული ბრენდებიც.

MULE, ანუ ეგრედ წოდებული "ქოშები" კი ცალკე აღსანიშნი ტრენდია. ბარხატისა თუ ატლასის, აზიურ სტილში დეკორირებული: თვლებითა და ნაქსოვით დამშვენებული ძვირფასი ქოშები, თითქოსდა მოროკოს ბაზრიდან პირდაპირ ყველა დიზაინერმა აიტაცა.


BLIKVANGER FW 2019
დიზაინერები BLIKVANGER-ის ბრენდს მიღმა BENEXT კონკურსის გამარჯვებულები არიან, BLIKVANGER თვალის მომჭრელსა და ყურადღების მიმპყრობს ნიშნავს. ბრენდის სტილი გრანჟისა და კლასიკურის კვეთაზეა, BLIKVANGER თავისი კონცეპციით რისკიან და გამბედავ, თავდაჯერებულ და ეკლექტიკურ, მხიარულ და უნიკალურ სტილს უსვამს ხაზს. BLIKVANGER-ს უკვე მერამდენე სეზონია ვადევნებთ თვალს და ვცნობთ მათ ხელწერას ბანტებიანი და თასმებიანი მასიური ქურთუკების სახით. წარმოგვიდგენეთ 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ლუქბუქს.
VASKA FW 2019
ვასკა ტაბატაძე მის დიზაინერულ ნამუშევრებს უკვე მერამდენე სეზონია რაც თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოგვიდგენს. VASKA-ს კოლექციას მუდამ დიდი ყურადღებით ელიან მოდის მიმდევრები, ბრენდს გამოარჩევს ბუნებრივ ქსოვილებზე, ხშირად კი ძველი ფაქტურების და ტყავის გამოყენებით დამუშავებული, უმეტესწილად შავი ფერის სამოსი.

წარმოგიდგენთ VASKA შემოდგომა-ზამთარი 2018-19 წლის კოლექციას. ფოტოგრაფი: Bakur Tvrineli, მოდელები: ნინა ფოცხიშვილი (look models) & n_m_hudson.
სილამაზის ტრენდი: პასტელური მაკიაჟი
თბილი, მზიანი ამინდის დადგომით ნამდვილ გაზაფხულს უფრო და უფრო შევიგრძნობთ და ნელ-ნელა ზაფხულსაც ვუახლოვდებით. წარმოგიდგენთ სეზონის ყველაზე ნაზ მაკიაჟის ტრენდს - პასტელური ფერები სახეზე ეფექტური და პოპულარულია. მსგავსი მაკიაჟის გაკეთებას 2-3 საშუალების დახმარებით შეძლებთ.

ვიზაჟისტები ფართოდ გვთავაზობდნენ პასტელურ ტონებს. მსუბუქი ხაზებიდან გრაფიკულ ჭრილებამდე - თქვენ წინაშე დიდი არჩევანია. თუმცა, სეზონის ყველაზე მოდური ვარიანტი დრეიპინგის ეფექტია: შესამჩნევი გადასვლა თვალების კუთხეებიდან ლოყების ძვლებამდე. ასეთ ეფექტს პუდრითაც მიაღწევთ.