„პროვოცირება ყოველთვის მომწონდა. ეს ჩემი ტალანტია!“ - დონატელა ვერსაჩე
თეთრი თმა, შავი ტყავის მოტკეცილი შარვალი, შავ მაისურში გამოკვეთილი მკერდი... თითქოს მისი იმიჯის გამეორება ადვილია, მაგრამ არავინ დაობს, რომ თავად ის განუმეორებელია. Versace-ს უკანასკნელი კოლექციები სექსუალური და ძლიერი ქალების მიმართ მიძღვნილი მანიფესტია. წარმოგიდგენთ დონატელა ვერსაჩეს გულახდილ ინტერვიუს, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მრავალი თემა მოიცვა ჯანიდან ფემინიზმამდე, სუპერმოდელების ერასა და ინტერნეტის ჩათვლით.

„დღეს ვერსაჩეს ქალს არაფრის ეშინია. მართალია ყოველთვის გაბედული იყო, მაგრამ ახლა ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მე მხოლოდ ვერსაჩეს ქალზე არ ვსაუბრობ. ყველა ჩვენგანს ვგულისხმობ - ჩვენი დრო დადგა. ვერსაჩეს სამოსი გვეხმარება თავი უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ - დანარჩენი კი თქვენზეა. ჩვენი კოლექციები ჯავშანიცაა და იარაღიც.
DALOOD FW 2019
მაკა კვიციანის ბრენდის, დალოოდის 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მარტივი დაკვირვებით წითლის, შავისა და თეთრის კუბოკრულის მიქსს წარმოადგენს, რომელიც კოსტუმებს, მანტოებსა და რამდენიმე კაბას მოიცავს, მათ სახელოვან დეკორირებულ ჯინსის ანსამბლთან ერთად. ლუქბუქისთვის სამოსი მოდელებმა გვანცა რევზ. და მარიამ სანოგომ მოირგეს.