ნუკი ჭაბუკიანი მოდურ ბიზნესში
EDITORIAL.ge ამჯერად არ წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერის ლუქბუქს, არც რომელიმე ფოტოგრაფისა თუ მოდელის პორტფოლიოს შემოგთავაზებთ...

ჩვენი ახალი რუბრიკისთვის ნუკი ჭაბუკიანი ჩავწერეთ, გოგონა რომელიც მოდის ბიზნესში მოღვაწეობს, თუმცა არ ჩანს, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით მის შესანიშნავ personal style-ს, რომელიც მოდის კვირეულის განმავლობაში მუდამ ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივში.:) ნუკიმ ბევრის აზრით საქართველოსთვის ნაკლებად პერსპექტიული პროფესია აირჩია, მილანში და პარიზში მოდისა და მარკეტინგის მენეჯმენტი შეისწავლა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი წარმატებით დაიწყო მუშაობა მოდის სახლ MATERIEL და DOTS-ში!

ნუკი ჭაბუკიანი
ბავშვობის ოცნებიდან რეალობამდე:
სამსახური მოდურ ბიზნესში, საქართველო
საზაფხულო ჩანთები ქართული ბრენდისგან 0711
ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის 0711-ის დიზაინერებმა ნინო ელიავამ და ანი მოქიამ შთაგონება კლასიკური კინემატოგრაფისგან მიიღეს, კერძოდ კი როჟ ვადიმის ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი", სადაც მთავარ როლს ბრიჯიტ ბარდო თამაშობს. ჩანთები სანაპიროსთვისაცაა შექმნილი და შესაბამისი სახელწოდებები აქვს: Malibu, Venice და Tulum.

ბრენდის ყველა ნიმუში ხელნაკეთია და თბილისში მზადდება. მოდელები კრეატიული გეომეტრიული ფორმებით ხასიათდება.