AZNAURI AW18
დიზაინერ ირაკლი რუსაძის ბრენდი AZNAURI მოდური ტენდენციებიასა და მძიმე 90-იანების სტილისს მიქსს წარმოადგენს, რომელიც გაჯერებულია “new minimalism”-ის ტალღით. როგორც თავად ამბობს, ბრენდი გამიზნულია შინაგანი თავისუფლების მქონე დამოუკიდებელ პერსონებზე და უნისექსს სამოსს, აქსესუარებს და ფეხსაცმელს წარმოადგენს. AZNAURI მისი ძლიერი და გამოკვეთილი კოლექციებით უკვე მერამდენე სეზონია იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

შემოდგომა-ზამთარი 2018 წლის ახალ კოლექციას AZNAURI სულ მალე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გვიჩვენებს, ლუქბუქი კი ფოტოგრაფმა Eglė Sabaliauskaitė გადაიღო.
ზაფხულის მთავარი ტრენდები მოდური გოგონების მაგალითზე
წარმოგიდგენთ ტრენდებს 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის, რომლებიც მოდურმა გოგონებმა უკვე აიტაცეს. მართალია ვიცოდით, რომ პოდიუმიდან ქუჩებში აქტიურად შევხვდებოდით ამ აქსესუარებს, თუმცა ინსტა-გოგონებისა და ინფლუენსერების აღფრთოვანება მათ სუპერ-ტრენდად აქცევს და მოთხოვნის ახალ საფეხურზე აყენებს.