თბილისის მოდის კვირეული: კოლექციების მიმოხილვა
Photo credit by liya geldman

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონმა წარმატებით ჩაიარა. 19-დან 22 აპრილის ჩათვლით, დიზაინერებმა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ძირითადად ბალნეოლოგიური კურორტი მასპინძლობდა. თბილისის მოდის კვირეულს ბევრი მოწვეული ბლოგერი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაესწრო.

ქართული მოდის კვირეული მომავალი სეზონის ტენდეციებს იმეორებდა: წარმოდგენილი იყო დიდი ზომის სამოსი, ყვავილოვანი პრინტი, ბეწვი და თეთრი კლასიკური პერანგი. ქალთა კოლექციებთან ერთად, მამაკაცის ერთი ხაზიც ვიხილეთ.
Atelier Kikala FW 2019
ATELIER KIKALA, დიზაინერ ტატო ორაგველიძის 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სულ მალე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი, ჩვენება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ძველ შენობაში გაიმართება, ლუქბუქის ფოტოსესიაც იდეალურად აღწერს კოლექციის მოტივებს.

ფოტოგრაფი: ვახტანგ ალანია
სტილისტი: გიორგი ვაზოვსკი
10 აუცილებელი ნივთი 2018 წლის ზაფხულის გარდერობიდან
ზაფხულის სეზონი გვიახლოვდება, რაც გარდერობის განახლებას მოითხოვს. იმისთვის, რომ უკანასკნელი ტენდეციების მიხედვით მოდური იმიჯი შევიქმნათ, სულ რაღაც 5 წუთის დახარჯვა მოგვიწევს. წარმოგიდგენთ საზაფხულო გარდერობს ძირითად შემადგენელ ნაწილებს.