მელანია ტრამპის სტილის ევოლუცია
26 აპრილს მელანია ტრამპს 48 წელი შეუსრულდა. აშშ-ს პირველი ლედის ყოველი გამოჩენა აქტიური განხილვის საგანი ხდება: ზოგიერთი მას საკულტო სტილის მფლობელ ქალაბტონს და ყველაზე მოდურ პირველ ლედის უწოდებს, ზოგიერთი კი მის გარდერობს ზედმეტად მკაცრად და ცივად აღიქვამს.

აშშ-ს პირველი ლედის
შთამბეჭდავი იმიჯი


ყოფილი მოდელი დიზაინერების სამოსის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს, ამიტომაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, რაც მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ითვალისწინებს, ცნობილი მოდის სახლები მელანიასთან მაინც განაგრძობენ მუშაობას. პირველი ლედის ერთ-ერთო საყვარელი ბრენდი Dolce&Gabanna-აა. ახლა, კარლ ლაგერფილდი ინდივიდუალური შეკვეთებით მას კოსტიუმებს უკერავს....
ყვითელი და სველი ვარდისფერი მაკიაჟში
მიმდინარე ტრენდი - მკაფიო ყვითელი თვალის ჩრდილი, ალბათ ლუქია რომლის დაბრუნებასაც თავად ვიზაჟისტებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. მსგავსმა მაკიაჟმა, წინამორბედი პინ-აპ გოგონების სტილისგან განსხვავებით, სულ სხვა იერით დაიმკვიდრა თავი. სველ ვარდისფერ ჩრდილებთან ერთად ყვითელ ფერში შესრულებული მაკიაჟი შეგვიძლია მილენიალების თაობის ფავორიტ და სახასიათო ლუქად დავასახელოთ, რომელიც ერთდროულად გაბედული, ინოვაციური და რეტრო იმიჯის მატარებელია.

მთავარ ტრენდსეტერად ულამაზესი ქერათმიანი მსახიობი, მარგო რობი მოიაზრება. თუმცა ყვითელი ჩრდილები ასეთივე წარმატებით უხდებათ შავგრემავ და ყავისფერთვალება გოგონებს.
LIYA FW 2019
ახალი ქართული ბრენდი LIYA, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილ 2018/19 კოლექციას მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გამოიტანს. ბრენდი გასაოცარი წარმატებით გამოირჩევა და სამოსი, რომელიც ლუქბუქისთვის მოდელმა მატილდა გვარლიანმა [look models] მოირგო, უკვე შეგვინიშნავს მოდის სფეროში მოღვაწე ინფლუენსერებზე. სრულ კოლექციას დიზაინერი ლია გოგლიძე 3 მაისს წარმოგვიდგენს, MBTFW გახსნის დღეს.


თბილისის მოდის კვირეული: სტუმრების ჩაცმულობა
დასრულდა რიგით მე-17 თბილისის მოდის კვირეული, დიზაინერებმა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოგვიდგინეს. კვირეული ახალგაზრდობის "პიონერთა" სასახლეში გამართული SOLO-ს ღონისძიებით გაიხსნა: მედეა ჯაფარიძე style icon, ჩვენებებს თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა უმასპინძლა, ასევე მოეწყო პერფორმანსის სახით ჩვენება რესტორან "შავ ლომში', ფაბრიკაში და კაფე "სტრადა"-ში. მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა marketer და SOLO-ს მხარდაჭერით სემინარი მოდის სფეროს განვითარების შესახებ. კვირეული კი ილიას ბაღში, Garden Hall-ის სივრცეში ულამაზესი გაფორმებით მორთულმა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის კოლექციამ დახურა.

დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას წარმოგიდგენთ ფოტოგრაფი ანა ბაციკაძე, სპეციალურად EDITORIAL.GE-სთვის. იხილეთ მეტი ფოტოები ჩვენი ფეისბუქის ფეიჯის გვერდზე, ალბომში Tbilisi Fashion Week #17