მეგან მარკლის სტილი სამეფო ტრადიციებს ცვლის
თუ მოდის დიზაინერი ხართ, აუცილებლად იოცნებებთ იმაზე, რომ თქვენი სამოსი მეგან მარკლმა ერთხელ მაინც მოირგოს. სამეფო პატარძალი ყველაზე ეფექტური რეკლამაა, რომელზეც უცნობი ბრენდები ოცნებობენ.

სტილის ევოლუცია
სერიალის მსახიობობიდან
ელეგანტურ პრინცესობამდე


აღსანიშნავია, რომ აქამდე მეგანს საკულტო სტილის მფლობელ ქალბატონად არ თვლიდნენ, მაგრამ ბრიტანეთის პრინცთან კავშირმა ყველაფერი შეცვალა და ის იმიჯის დედოფლადაც კი აქცია. მის ცხოვრებაში სამსახიობო კარიერა დასრულდა და კონკიას ზღაპარი დაიწყო - ეს კი ტანსაცმელს იმაზე უკეთ ყიდის, ვიდრე ნებისმიერი ფასდაკლება. ამის დასტური თავად ქეით მიდლტონიცაა.
NIKOLO BREGA ხის ხელნაკეთი სათვალეები
N.B NIKOLO BREGA - ქართველი დიზაინერი, რომლის ხელნაკეთი ხის სათვალეები კაილი ჯენერმა და მრავალმა ქართველმა მოდის მიმდევარმა და ცნობილმა ადამიანმა მოირგო.

ნიკოლოზ ბრეგაძემ 2016 წლის ნოემბერში დაიწყო სათვალეების გაკეთება: "შევიმუშავე ტექნოლოგია თუ, როგორ დამემზადებინა სათვალე, რომელიც დააკმაყოფილებდა ხარისხის სტანდარტებს. სათვალე არის სრულად ხელნაკეთი, თითოეული დეტალი არის ხელით დამუშავებული. ვიყენებ კაკლის ერთ-ერთ ჯიშს, მაქვს ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, შუშა კი უმაღალესი ხარისხის."
გასეირნება თბილისში: Roseville-ის საგაზაფხულო კოლექცია
გასეირნება თბილისში: Roseville-ის საგაზაფხულო კოლექცია ახალ ორიგინალურ ფოტოსესიაში

ბრენდ Roseville-ის ფოტოსესიის გმირი ნინუცა ორჯონიკიძეა. მან მოირგო სამოსი რუსული ბრენდის ახალი კოლექციიდან და თბილისის ქუჩებში ისეირნა, ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ XIX-ის ვიტრაჟით მორთული ძველი სახლის კიბეებზე გადაღებული კადრებია, ნინუცას ყოველ ნაბიჯს ფოტოგრაფი ლევან ჭყონია აფიქსირებდა.

Roseville 1950-იანი წლების სტილითაა შთაგონებული. ის რომანტიული შტრიხებისა და მკაცრი სილუეტის მიქსს წარმოადგენს, კოლექციის მთავარი შემადგენელი ნაწილები რომანტიული კაბა, კოსტიუმები, ქვედაბოლოები და მაისურებია. ბრენდი ყველა ნივთს განსაზღვრული რაოდენობით უშვებს.