Mercedes Benz FW: მეორე დღე
თბილისის MBFW მოდის კვირეულის მეორე დღეს აუდიტორია განსაკუთრებით ელოდა, თუმცა რამდენიმე დიზაინერმა: SITUATIONIST, Lako Bukia, LALO და ANOUKI მხოლოდ ბაიერებისთვის და პრესის წარმომადგენლებისთვის დახურული ჩვენება მოაწყვეს.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეორე დღის კოლექციები


ანუკი არეშიძის ვერცხლისფერი პაიტეკებით, მეტალით და გამჭვირვალე პლასტიკით დამშვენებულ კოლექციასთან ერთად, ჩვენი ჟურნალისტი წარმოგიდგენთ Blikvanger-ის ელეგანტური და სპორტულ სტილის ჭიდილს, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა ლელა ელოშვილის მკაცრი გეომეტრიული ხაზებით შექმნილი ELOSHI კოლექციისგან და ირაკლი რუსაძის AZNAURI მამაკაცის კოლექციას, რომელიც მისი ძლიერი ხასიათით და მკაცრი ინდივიდუალობით გამოირჩევა.
Cécile FW 2018
fashion contest BENEXT-ის მონაწილე ახალგაზრდა დიზაინერმა Cécile საკუთარი კოლექცია Mercedes Benz მოდის კვირეულზე შოურუმში წარმადგინა. FW 18 ახალი კოლექციის ინსპირაცია სირიის ომია, სადაც ბრენდის კრეატიული დიზაინერის ახლო მეგობარი გარდაიცვალა. პროფესიიდან გამომდინარე ეს არის ხმა და პროტესტი დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისადმი. დიზაინერი ამბობს, რომ ყოველ დეტალს კოლექციაში თავისი შექმნის ისტორია აქვს. სკეჩები სესილიმ მილანში გაამზადა, შეარჩია ექსკლუზიური იტალიური ნაჭრები და კოლექცია თბილისის ატელიეში შეიქმნა.
Matériel-ის კოლექციები MB FW-ზე
მოდის სახლმა "მატერიამ" ლადო ბოკუჩავას და ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ შექმნილი კოლექციები Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ამ სეზონზე, კოლექციები საკუთარი სახელით, დამოუკიდებლადაც წარმოადგინეს. Matériel-სთვის შექმნილი კოლექციების ჩვენება ბრენდის ფაბრიკაში გაიმართა, დამოუკიდებელი კოლექციებისთვის კი ბოკუჩავამ მე-6 ექსპერიმენტალური სკოლა შეარჩია, ხოლო ახალკაციშვილმა Silk Factory-ში უმასპინძლა სტუმრებს.

Matériel ყველა სეზონზე ორი განსხვავებული კოლექციით წარსდგება
, ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც ბრენდისთვის მუშაობენ სხვადასხვა ხედვის და სტილის მატარებლები არიან, ისევე როგორც მულტიდიზაინერული Matériel-ის მრავალრიცხოვანი კლიენტურა.


MBFW სტუმრების ჩაცმულობა: დღე 1
Mercedes-Benz მოდის კვირეულზე დიზაინერებმა FW18-19 წლის კოლექციები წარმოადგინეს, მოდის კვირეულს მრავალი უცხოელი სტუმარი, ბაიერი და პრესის წარმომადგენელი დაესწრო, ფოტოგრაფების ობიექტივში კი პოდიუმთან ერთად აქტიურად ხვდებოდა სტუმრების ჩაცმულობა. მათ მართლაც გამოარჩევდათ ჩაცმულობა. EDITORIAL.GE გთავაზობთ ჩვენი ფოტოგრაფის ანა ბაციკაძის მიერ დაფიქსირებულ სტუმრების ჩაცმულობას MBFW თბილისიდან.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
MAY 3 2018,
DAY 1

მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, შესაბამისად პუბლიკაციას 2 ნაწილად შემოგთავაზებთ. დამატებითი ფოტოები კი იხილეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდის ალბომში.
Mercedes Benz FW: პირველი დღე
Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულმა წარმატებით აიღო სტარტი. 3-დან 7 მაისის ჩათვლით ქართველმა დიზაინერებმა მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოგვიდგენეს.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
პირველი დღის 4 დაუვიწყარი კოლექცია


MB მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული გოშა რუბჩინსკის Talk და ტატუნა ნიკოლაიშვილის პრეზენტაციის შემდგომ, MBFW-ის მთავარ ლოკაციაზე პირველი ჩვენება ავთანდილმა მოაწყო, პიონერმა ქართველმა დიზაინერმა პოდიუმზე ქართველი ტოპ-მოდელები გამოიყვანა, მოდელების რიგს თაკო ნაცვლიშვილი, მარიტა ჯანაშია და თამთა შედანია მოუძღვებოდნენ.

პირველი დღის ჩვენებებიდან გამოვყოფდით LIYA, MACH&MACH და რაღა თქმა უნდა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას, რომლებმაც Depeche Mode, უიტნი ჰიუსტონის და ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრის მუსიკალური გაფორმების ფონზე ჩაიარა. მოდის კვირეულს მრავალი უცხოელი ბლოგერი, პრესის წარმომადგენელი და ბაიერი ეწვია საქმიანი ვიზიტით, 5 დღიანი პროგრამა დატვირთული გრაფიკით გამოირჩევა. EDITORIAL.ge-ს გუნდი წარმოგიდგენთ თითოეული დღის და განსაკუთრებული ჩვენებების მიმოხილვას.
მატილდა გვარლიანის დებიუტი პოდიუმზე
მატილდა გვარლიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, გოგონა სვანეთიდან ქართული მოდის ინდუსტრიას უკვე აქტიურად იპყრობს. წარმატებული სარეკლამო კამპანიების და პროექტების საშუალებით, მატილდა ამ სფეროში თავს წარმატებულად იმკვიდრებს. თინეიჯერი მოდელი ცოტა ხნის წინ სააგენტო LOOK MODELS-მა იტალიაში გააგზავნა.

საქართველოში დაბრუნებული კი თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულში აქტიურად ჩაება და პოდიუმზე მისი დებიუტი შედგა. მატილდამ ყველა ჩვენებას თავი წარმატებულად გაართვა. ერთ-ერთი ჩვენება გახსნა კიდეც, რამდენიმეზე კი ორჯერ გამოვიდა.