MBFW სტუმრების ჩაცმულობა: დღე 2-5
Mercedes-Benz მოდის კვირეულზე დიზაინერებმა FW18-19 წლის კოლექციები წარმოადგინეს, მოდის კვირეულს მრავალი უცხოელი სტუმარი, ბაიერი და პრესის წარმომადგენელი დაესწრო, ფოტოგრაფების ობიექტივში კი პოდიუმთან ერთად აქტიურად ხვდებოდა სტუმრების ჩაცმულობა.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
MAY 4-7 2018, STREET STYLE
DAY 2-5

სტუმრებს მართლაც გამოარჩევდათ ჩაცმულობა. განსაკუთრებული სიხშირით Balenciaga, OFF WHITE, SUPREME და მთავარი ტრენდი: სიგარეტი დაფიქსირდა :/ ასევე უხვად შენიშნავდით ქართველი დიზაინერების სამოსს, რომელთაც უცხოელი სტუმრებიც უკვე კარგად ცნობდნენ. რამდენიმე სტუმარს, მაგალითად კი დალი ჩიტალაძეს პატივი ხვდა ალექსანდრ არუტიუნოვის ჩვენებაზე წინა დღეს წარმოდგენილი ქუდი მოერგო. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციას თბილისის ცირკის შენობა წარმოადგენდა. EDITORIAL.GE გთავაზობთ ჩვენი ფოტოგრაფის ანა ბაციკაძის მიერ დაფიქსირებულ სტუმრების ჩაცმულობას MBFW თბილისიდან.
Mercedes Benz FW: მესამე დღე
თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეული მესამე და მეოთხე დღეს განსაკუთრებით დატვირთულია. 5 მაისს თამუნა ინგოროყვას, ტატო ორაგველიძის, ჯანაშიას, დიანა ქვარიანის, ალექსანდრე არუთინოვის და ჯაბა დიასამიძის კოლექციები ვიხილეთ.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მესამე დღის კოლექციები


მესამე დღე ჯაბა დიასამიძემ გრანდიოზულად დახურა. Silk Factory-ში მისულ სტუმრებს უზარმაზარი დარბაზი შანელის საგამოფენო სივრცის მსგავსად დახვდათ მორთული. ქართველი დიზაინერის ფრანგული სტილის მიმართ სიყვარული როგორც შოუს დიზაინში, ისე კაბებში და თანმდევ მუსიკაში ვლინდება. ჯაბას მიერ დახვეწილად შემოსილ ქალბატონებს სწორედ ბოჰემური გარემო და ფრანგული მელოდიები უხდებათ. უკანასკნელი სეზონების მანძილზე დიზაინერი ქართველი მაყურებლის გაოცებას აგრძელებს და ყოველ შემდეგ კვირეულზე უფრო მეტ ადამიანს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ შოუში თაკო ნაცვლიშვილმა ორი ეფექტური იმიჯით მოგვხიბლა.
Met Gala 2018: ვარსკვლავების ჩაცმულობა
Met Gala-ს "მოდის ოსკარს" ტყუილად არ უწოდებენ. მეტროპოლიტენის მუზეუმის წინ გაშლილი წითელი ხალიჩა მაისის ყოველ პირველ ორშაბათს მსოფლიო მოდისა და ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ცენტრად იქცევა. დიზაინერები ირჩევენ მათ მუზებს და მეტ გალაზე მოწვევა დიდი პატივია ცნობილი ადამიანებისთვისაც კი.

ამ დღესასწაულისთვის კაბაზე მუშაობა ნახევარი წლით ადრეც კი იწყება, რათა მიწვეული სტუმრების რიგში დიზაინერებმა თუ მათმა მოდელებმა ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი და დაიმსახურონ ანა ვინტურის მოწონება. წლევანდელი წვეულების თემა რელიგია გახდა, სტუმრებს მოეთხოვებოდათ დაეცვათ დრესკოდი.