Met Gala 2018: საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა
მაისის პირველი კვირა მსოფლიო მოდაში გრანდიოზული მოვლენით დაგვირგვინდა - მეტროპოლიტენის მუზეუმში კოსტიუმების გალა საღამო მოეწყო, სადაც თითქმის მთელი ჰოლივუდი შეიკრიბა. ღონისძიების თემა კათოლიკური წარმოსახვა გახდა, რომელიც მოდასთან უნდა გადაკვეთილიყო. ვარსკვლავებმა სამოსის გარდა, ყურადღება მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც მნიშვნელოვნად გაამახვილეს.
როგორ ეცვათ ვარსკვლავებს Met Gala-ს After Party-ზე
მასშტაბურმა და გახმაურებულმა Met Gala-მ ამჯერადაც სრული ეპატაჟურობით ჩაიარა. 2018 წლის თემა რელიგია გახლდათ და ვარსკვლავებმა ანა ვინტურის მიერ შემოთავაზებულ დავალებას თავი საუცხოოდ გაართვეს. წითელი ხალიჩის მერე, ტრადიციულად ყველანი წვეულებაზე, ე.წ After Party-ზე მიემართებიან, რისთვისაც მეორე შედარებით მოხერხებულ სამოსს არჩევენ.