კანის კინოფესტივალი 2018: წითელი ხალიჩის ჩაცმულობა
Met Gala-ს შემდეგ, ამერიკიდან ევროპაში გადავინაცვლოთ, სადაც რიგით 71-ე ლეგენდარული კინოფესტივალი გაიხსნა. წელს კანში ბევრი გახმაურებული პრემიერაა დაგეგმილი, მათ შორის "ვარსკვლავური ომების" ახალი ნაწილი.

ტრადიციულად, კანის კინოფესტივალი არამხოლოდ ხარისხიანი ფილმებით, არამედ გემოვნებიანი ჩაცმულობებითაც ხასიათდება. ამერიკელი და ევროპელი მსახიობები თუ მოდელები წითელი ხალიჩისთვის მონდომებით ემზადებიან.

8 მაისს გახსნის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა, სადაც ბევრი მშვენიერი სამოსი ვიხილეთ.
ბელა ჰადიდი და The Weeknd კოცნისას დააფიქსირეს
ბელა ჰადიდი კანის კინოფესტივალს უკვე მესამე წელია რაც სტუმრობს. სუპერმოდელი Met Gala-ს შემდეგ, პირდაპირ საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროსკენ გაემართა და დიზაინერ ალექსანდრ ვანგთან (Alexander Wang) ერთად "მაგნუმის" პრეს-კონფერენციას დაესწრო.

საღამოს, პრეზენტაციის ფარგლებში ბრენდმა VIP წვეულება მოაწყო, სადაც ბელა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ასევე აბელ ტესფაი, ანუ The Weeknd ესწრებოდა და ბელას მიუახლოვდა. სუპერმოდელმა ყოფილი შეყვარებული გულთბილად მიიღო, ჩაეხუტა, ესაუბრა და ბოლოს პაპარაცებმა მათი კოცნაც დააფიქსირეს, ყოფილმა წყვილმა წვეულება ერთად დატოვა.
Mercedes Benz FW: მეოთხე დღე
თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულის მეოთხე დღე ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა, დღის განმავლობაში ათამდე ჩვენებას სხვადასხვა ლოკაციამ უმასპინძლა.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეოთხე დღის კოლექციები


ამასთან, სტილისტიკაც საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული აღმოჩნდა, Irma De Flore-მა ცეკვის თემატიკას მიმართა, Aka Nanita-მ ორიგინალური მონახაზი დადგა, გიორგი ქებურიამ სტუმრები "თბილისი გარდენსის" მშვენიერ ეზოში მიიპატიჟა, Dalood-მა სცენის გასაფორმებლად ფერადი საღებავებით მოხატული უზარმაზარი ზეწარი გამოიყენა, ხოლო გიორგი შაღაშვილმა დღე შთამბეჭდავად დააგვირგვინა.